აგვისტოში ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ლიტვის ზარაფხანის დირექტორი საულიუს ვაიტიეკუნასი და მარკეტინგისა და კომერციული დეპარტამენტის უფროსი მოდესტას კატკევიჩუსი ესტუმრნენ.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ბატონმა ვაიტიეკუნასმა ლიტვის ზარაფხანის  საქმიანობაზე ისაუბრა.
    ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მადგილემ სტუმრებს  გააცნო ჰერალდიკის საბჭოს საქმიანობა, ქართული ჰერალდიკის ისტორია, ქართული სახელმწიფო და სხვა სიმბოლოები და მათზე მუშაობის სპეციფიკა. აგრეთვე  საბჭოს საქმიანობა ფალერისტიკის და ნუმიზმატიკის სფეროში. მხარეები მომავალში ურთიერთობის გაგრძელებაზე და თანამშრობლობაზე შეთანხმდნენ.

 


ფოტოები

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი