გ    ა   ნ   ც    ხ   ა   დ   ე   ბ   ა 

 

 

  ყოველდღიური ხასიათი შეიძინა საქართველოს სახელმწიფო დროშის არასწორად გამოფენამ, უცხო ქვეყნების სახელმწიფო დროშების არასწორად გამოფენამ, სახელმწიფო სიმბოლოების გამოფენისა და გამოყენების წესების უგულებელყოფამ;

 ამასთან ხშირია საქართველოს სახელმწიფო დროშის მიმართ არასათანადო პატივით მოპყრობის შემთხვევებიც. საქართველოს პარლამეტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ - სხვადასხვა ქვეყნების (დიდი ბრიტანეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის...) გამოცდილების შესწავლის საფუძველზე - მოამზადა „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესები", რომელიც სრულ თანხვედრაშია მოყვანილი თანამედროვე მსოფლიოში დამკვიდრებულ უნივერსალურ ნორმებთან.

   აღნიშნული წესები გაეცნო საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს: საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, სხვადასხვა სამინისტროებისა და უწყებების პროტოკოლის სამსახურებს. ჩატარდა სემინარი და  გარდა გაცნობითი თუ ახსნა-განმარტებითი  შეხვედრებისა გამოიცა მცირე ზომის სახელმძღვანელო, რომ საკითხი უფრო გასაგები და ხელმისაწვდომი გახდეს საზოგადოების ფართო წრეებისთვის.       

   საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო კვლავაც გამოთქვამს მზადყოფნას, საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში, მომავალშიც გააგრძელოს ამ მიმართულებით მუშაობა, როგორც სახელმწიფო უწყებებისთვის, ისე სხვა არასამთავრობო თუ კომერციული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ყოველდღიურობაში გამოიყენებენ სახელმწიფო დროშებს, სხვა სახელმწიფო სიმბოლოებს. დაინტერესებული პირებისთვის აღნიშნული წესები ელექტრონული სახით განთავსებულია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ვებ-გვერდზეც (www.heraldika.ge).


 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი