გორის მუნიციპალიტეტის  სიმბოლიკის-გერბის და დროშის საუკეთესო პროექტების შესარჩევად კონკურსის ძირითადი პირობები

 


1. კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის  - გერბის და დროშის საუკეთესო პროექტების შერჩევა და გამარჯვებული პროექტის გამოვლენა.


2. ზოგადი კრიტერიუმები.

1.      კონკურსს ატარებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2.      კონკურსში მონაწილეობა შუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს გარდა გორის მუნიციპალიტეტის  სიმბოლიკის-გერბის და დროშის საუკეთესო პროექტების შესარჩევად შექმნილ მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებისა.

3.      კონკურსი ტარდება ერთ ტურად. სამუშაო ენაა - ქართული.

4.      კონკურსი ჩატარებულად ჩაითვლება არანაკლებ სამი ავტორის მონაწილეობის შემთხვევაში.

5.      გერბის და დროში პროექტები შექმნილი უნდა იყოს ჰერალდიკის კანონების გათვალისწინებით და შეძლებისდაგავარდ ითვალისწინებდეს შემდეგ პრინციპებს.

ა) ჰერალდიკული მემკვიდრეობითობა (წითელი და ლურჯი ფერი);

ბ) მუნიციპალიტეტის  ტერიტორიის ისტორიული მემკვიდრეობას და გეროგრაფიული მდებარეობას;

გ) ადმინისტრაციული ერთეულის მახასიათებელი ისტორიული, ეთნოგრაფიული ან მითოლოგიური ნიშანი.

6.      კონკურსთან დაკავშირებულ ყველა დამატებით საკითხზე ინფორმაციასათვის მიმართეთ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  სიმბოლიკის-გერბის და დროშის საუკეთესო პროექტების შესარჩევად  შექმნილ მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დროებითი სამუშაო ჯგუფს: ქ.გორი, სტალინის გამზირი №16, ტელ: 595354354. დამატებითი ინფორმაციისათვის ასევე  შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ვებ-გვერდი იხ.ლინკი http://heraldika.ge/uploads/zogadi_heraldika.pdf.


3. კონკურსის პირობები


1.      გერბისა და დროშის პროექტების შესრულება დასაშვებია ნებისმიერი სახვითი საშუალებით და კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით.

2.      საკონკურსო პროექტს კონკურსანტი წარმოადგენს კონვერტით, რომელსაც უნდა ეწეროს სამუშაო ჯგუფის  დასახელება და მისამართი. კონვერტში მოთავსებული თითოეული პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ზომის ფორმატზე ზედა მარჯვენა კუთხეში ავტორის დევიზის (კოდის) მითითებით და უნდა ერთვოდეს მოკლე შინაარსობრივ აღწერა-დასაბუთება.

3.      წარმოდგენილ კონვერტში უნდა იდოს მცირე ზომის დალუქული კონვერტი, რომელზეც ზემოდან აღნიშნული იქნება ავტორის დევიზი (კოდი), მასში მოთავსდება ავტორის პირადი საკონტაქტო ინფორმაცია.

4.      კონკურსში მონაწილეობა დასტურდება გორის მუნიციპალიტეტის  სიმბოლიკის-გერბის და დროშის საუკეთესო პროექტების შესარჩევად შექმნილ მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ გერბისა და დროშის დალუქული  კონვერტის მიღებით, რაც ამავდროულად ნიშნავს, რომ კონკურსის ზემოთ ჩამოთვლილი პირობები მისაღებია კონკურსანტისათვის.

   4. კონკურსის ჩატარების ვადები

             1. კონკურსი გამოცხადდება 2015 წლის 20  ივლისს ინფორმაცია გამოქვეყნდება გაზეთ „გორის მაცნეში", გავრცელდება ადგილობრივ მედია საშუალებებით და განთავსდება  მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის სოცილურ ქსელში.  

             2. საკონკურსო პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 5 აგვისტო.

             3. შედეგების გამოცხადება მოხდება 2015 წლის 18 აგვისტოს.

5. გამარჯვებული პროექტისთვის დაწესებული კონკურსის ჰონორარი

 კონკურსში გამარჯვებისათვის დაწესებულია ჰონორარი   700 (შვიდასი) ლარი.


6.   კონკურსის მონაწილეთა საავტორი უფლებები

   1. გამარჯვებული პროექტები გადადის კონკურსის ორგანიზატორების საკუთრებაში საავტორო უფლებების შესახებ მოქმედი კანონდმებლობის დავცით, ხოლო ყველა  სხვა პროექტი მოთხოვნისთანავე უბრუნდება ავტორს.

2. კონკურსის შედეგები გამოცხადდება საინფორმაციო საშუალებებით.

 

 

 



 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  

 

 

 

 

 

 

 

 


 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი