თანამედროვე ქართული სახელმწიფო სიმბოლოების გამოფენები ცაგერში და ამბროლაუში


         ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო აგრძელებს  საქართველოს მასშტაბით გამოფენათა ციკლს "თანამედროვე ქართული სახელმწიფო სიმბოლოები".

ცაგერი   -          21-22        ივლისი     -   გახსნა    11:00 სთ  ცაგერის კულტურის სახლი

ამბროლაური - 23-25   ივლისი - გახსნა        11:00სთ      ამბროლაურის კულტურის სახლი

        გამოიფინება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შექმნილი და დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები, მათ შორის ავტონომიური რესპუბლიკის, თვითმმართველი ორგანოების სიმბოლოები (გერბი, დროშა), სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოები, უნიფორმები, ფულადი ნიშნები და სხვა ინსიგნიები.
        გამოფენის მიზანია სახელმწიფო სიმბოლოების პოპულარიზაცია, მოსწავლეების, სტუდენტების, ახალგაზრდობისა და ფართო საზოგადოების ინფორმირება, თუ როგორ ვითარდება თანამედროვე ქართული სიმბოლიკა, სახელმწიფო ატრიბუტიკა, მათ შორის უნიფორმოლოგია, ნუმიზმატიკა, ფალერისტიკა, ჰერალდიკა და ვექსილოლოგია, როგორ მკვიდრდება ამ მიმართულებით ევროპული სტანდარტები დამოუკიდებელ საქართველოში.
       გამოფენის ორგანიზატორები არიან ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო აგრეთვე  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ქალაქ ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის საკრებულო.
       შეგახსენებთ,  რომ ასეთი ფორმატის გამოფენა უკვე გაიმართა თბილისში, ბათუმში, მესტიაში, ბოლნისში, დმანისში, ნინოწმინდაში ახალქალაქში, ახალციხეში და საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.


 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი