ვანის მუნიციპალიტეტი ხელმეორედ აცხადებს კონკურსს

 1.    კონკურსის მიზა

კონკურსის მიზანია ვანის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის - გერბის და დროშის საუკეთესო პროექტების შერჩევა და გამარჯვებული პროექტის გამოვლენა.

2. ზოგადი კრიტერიუმები

1. კონკურსს აწყობს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, გარდა საკონკურსო კომისიის წევრებისა.

3. კონკურსი ტარდება ერთ ტურად. კონკურსის სამუშაო ენაა ქართული.

4. კონკურსი ჩატარებულად ჩაითვლება არანაკლებ ორი ავტორის მონაწილეობის შემთხვევაში.

5. გერბისა და დროშის პროექტები შექმნილი უნდა იყოს ჰერალდიკის კანონების გათვალისწინებით და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებდეს შემდეგ პრინციპებს:

ა) ჰერალდიკური მემკვიდრეობითობა;

ბ) ტერიტორიის ისტორიული და არქეოლოგიური მემკვიდრეობა; ქრისტინული წარსული და ეპარქიის ცენტრის მნიშვნელობა;

გ) ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობა;

დ) ადმინისტრაციული ერთეულის მახასიათებელი ისტორიული ან მითოლოგიური ნიშანი (სიმბოლო).

6. კონკურსთან დაკავშირებულ ყველა დამატებით საკითხზე ინფორმაციისათვის მიმართეთ  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. ქ.ვანი თავისუფლების ქ.#65 ტ; 593 94 34 61 

3. კონკურსის პირობები

1. გერბისა და დროშის პროექტების შესრულება დასაშვებია ნებისმიერი სახვითი საშუალებით და კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით.

2. საკონკურსო პროექტს კონკურსანტი ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მისამართი: ქალაქი ვანი, თავისუფლების ქ. N65) წარმოადგენს კონვერტით, რომელსაც უნდა ეწეროს კომისიის დასახელება და მისამართი. კონვერტში მოთავსებული თითოეული პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ზომის ფორმატზე ზედა მარჯვენა კუთხეში ავტორის დევიზის (კოდის) მითითებით და უნდა ერთვოდეს მოკლე შინაარსობრივი აღწერა-დასაბუთება.

3. წარმოდგენილ კონვერტში უნდა იდოს მცირე ზომის დალუქული კონვერტი, რომელზეც ზემოდან აღნიშნული იქნება ავტორის დევიზი (კოდი), მასში მოთავსდება ინფორმაცია ავტორის ვინაობის, მისამართისა და სხვა საკონტაქტო მონაცემების შესახებ.

4. კონკურსში მონაწილეობა დასტურდება კომისიის მიერ გერბისა და დროშის დალუქული კონვერტის მიღებით, რაც ამავდროულად ნიშნავს, რომ კონკურსის ზემოთ ჩამოთვლილი პირობები მისაღებია კონკურსანტისათვის.

4. კონკურსის ჩატარების ვადები

1. კონკურსის გამოცხადება - 2015 წლის 18 ივნისი.

2. საკონკურსო პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადა - 2015 წლის 10 ივლისი.

3. შედეგების გამოცხადება - 2015 წლის 25 ივლისი.

5. გამარჯვებული პროექტისთვის დაწესებული პრემია

კონკურსში გამარჯვებისათვის დაწესებულია ჯილდო 1000 (ათასი) ლარი.

 6. კონკურსის მონაწილეთა საავტორო უფლებები

1. გამარჯვებული პროექტი გადადის ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში საავტორო უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ხოლო ყველა სხვა პროექტი მოთხოვნისთანავე უბრუნდება ავტორს.

2. კონკურსის შედეგები გამოცხადდება საინფორმაციო საშუალებებით.
7. დამატებითი მოთხოვნები

ა) გერბი გამოსახული უნდა იყოს ჰერალდიკურ (ფრანგულ) ფარზე;

ბ) გერბის ფარის ზემოდან უნდა მოთავსდეს ტერიტორიული ერთეულის გამომსახველი ვერცხლის სამ კოშკიანი, ქონგურებიანი გვირგვინი;

გ) დევიზის ბაფთაზე უნდა გამოისახოს წარწერა „ვანი ".













 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი