ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი აცხადებს კონკურსს

 კონკურსის    მიზანია    ქალაქ ახალციხის    მუნიციპალიტეტის    სიმბოლიკის    -   გერბის   და   დროშის   საუკეთესო პროექტების შერჩევა და გამარჯვებული პროექტის გამოვლენა.საკონკურსო ესკიზების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 17 ივლისის 18:00 სთ
   ზოგადი კრიტერიუმები

1. კონკურსის ატარებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2.   კონკურსში   მონაწილეობა   შეუძლია   საქართველოს   ყველა   მოქალაქეს   გარდა   საკონკურსო   კომისიის წევრებისა.

3. კონკურსი ტარდება ერთ ტურად. კონკურსის სამუშაო ენაა ქართული.

4. კონკურსი ჩატარებულად ჩაითვლება არანაკლებ სამი ავტორის მონაწილეობის  შემთხვევაში.

5.    გერბისა  და  დროშის  პროექტები  შექმნილი  უნდა  იყოს ჰერალდიკის  კანონების  გათვალისწინებით  და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებდეს შემდეგ პრინციპებს:

ა) ჰერალდიკური მემკვიდრეობითობა;

ბ) ტერიტორიის ისტორიული მემკვიდრეობა;

გ) ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობა;

დ) ადმინისტრაციული ერთეულის მახასიათებელი ისტორიული ან მითოლოგიური ნიშანი (სიმბოლო).

6.        კონკურსთან    დაკავშირებულ    ყველა    დამატებით    მიმართეთ  ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს .ქ.ახალციხე შალვა ახალციხელის ქუჩა №2 ტ;599402550

კონკურსის გამოცხადება

1. კონკურსს აცხადებს საკრებულო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით(იხ. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის N33  განკარგულება) .

2. განცხადება კონკურსის შესახებ ქვეყნდება ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით.

3. განცხადება კონკურსის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა)   ესკიზის   პროექტისათვის   წაყენებული   ძირითადი   ჰერალდიკური   მოთხოვნები   (ესკიზი,   შესაბამისი ბლაზონი);

ბ) გამარჯვებული პროექტის ჯილდოს ოდენობა;

 გ) წარდგენის ვადა;

დ) საკონკურსო კომისიის მისამართი.

4.   კონკურსის   პროცედურის   დაწყება   შესაძლებელია   არა   უადრეს   სამი   კვირისა,   კონკურსის   შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან.

კონკურსის პირობები

1. გერბისა და დროშის პროექტების შესრულება დასაშვებია ნებისმიერი სახვითი საშუალებით და კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით.

2.     საკონკურსო   პროექტს   კონკურსანტი   წარმოადგენს   კონვერტით,   რომელსაც   უნდა   ეწეროს  კომისიის დასახელება და მისამართი. კონვერტში მოთავსებული თითოეული პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ზომის ფორმატზე ზედა მარჯვენა კუთხეში ავტორის დევიზის (კოდის) მითითებით და უნდა ერთვოდეს მოკლე შინაარსობრივი აღწერა-დასაბუთება.

3.     წარმოდგენილ   კონვერტში   უნდა   იდოს  მცირე  ზომის  დალუქული  კონვერტი,  რომელზეც  ზემოდან აღნიშნული  იქნება  ავტორის  დევიზი  (კოდი),  მასში მოთავსდება  ინფორმაცია  ავტორის  ვინაობის, მისამართისა და სხვა საკონტაქტო მონაცემების შესახებ.

4.   კონკურსში მონაწილეობა დასტურდება კომისიის მიერ გერბისა და დროშის დალუქული კონვერტის მიღებით, რაც ამავდროულად ნიშნავს, რომ კონკურსის ზემოთ ჩამოთვლილი პირობები მისაღებია კონკურსანტისათვის.

5. დამატებითი მოთხოვნები (ნიმუში დანართი №1):

ა) გერბი გამოსახული უნდა იყოს ჰერალდიკურ (ფრანგულ) ფარზე;

ბ)  გერბის  ფარის  ზემოდან  უნდა  მოთავსდეს  ტერიტორიული  ერთეულის  გამომსახველი  ვერცხლის  სამ კოშკიანი, ქონგურებიანი გვირგვინი;

გ) დევიზის ბაფთაზე უნდა გამოისახოს წარწერა „ ახალციხე"

კონკურსის შედეგების დამტკიცება

1. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის  გერბისა და დროშის პროექტი შესათანხმებლად წარედგინება საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს.

2.  ქალაქ ახალციხის   მუნიციპალიტეტის   სიმბოლოებს   ჰერალდიკის   სახელმწიფო   საბჭოს   თანხმობით   ადგენს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის  საკრებულო;

3.  ქალაქ ახალციხის  მუნიციპალიტეტის   სიმბოლოები   ექვემდებარება  სახელმწიფო  რეგისტრაციას  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

გამარჯვებული პროექტისთვის დაწესებული პრემია

კონკურსში გამარჯვებისათვის დაწესებულია პრემია 1000 (ათასი) ლარი.

კონკურსის მონაწილეთა საავტორო უფლებები

1.   გამარჯვებული პროექტი გადადის ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში საავტორო უფლებების შესახებ  მოქმედი  კანონმდებლობის   დაცვით,  ხოლო  ყველა  სხვა  პროექტი  მოთხოვნისთანავე  უბრუნდება ავტორს.

2.      კონკურსის შედეგები გამოცხადდება საინფორმაციო საშუალებებით.





















                                                                                                                                                  






 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი