ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო აგრძელებს  საქართველოს მასშტაბით გამოფენათა ციკლს "თანამედროვე ქართული სახელმწიფო სიმბოლოები".

 16 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით გამოფენები სამცხე-ჯავახეთში გაიმართება :


  ნინოწმინდა - 16 ივნისი,  გახსნა   11:00   ნინოწმინდის კულტურის სახლი
  ახალქალაქი - 17 ივნისი,  გახსნა  11:00    ახალქალაქის კულტურის სახლი
  ახალციხე -     18 ივნისი,  გახსნა   11:00   მესხეთის სახელმწიფო თეატრი
     გამოიფინება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შექმნილი და დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები, მათ შორის ავტონომიური რესპუბლიკის, თვითმმართველი ორგანოების სიმბოლოები (გერბი, დროშა), სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოები, უნიფორმები, ფულადი ნიშნები და სხვა ინსიგნიები. გამოფენის მიზანია სახელმწიფო სიმბოლოების პოპულარიზაცია, მოსწავლეების, სტუდენტების, ახალგაზრდობისა და ფართო საზოგადოების ინფორმირება, თუ როგორ ვითარდება თანამედროვე ქართული სიმბოლიკა, სახელმწიფო ატრიბუტიკა, მათ შორის უნიფორმოლოგია, ნუმიზმატიკა, ფალერისტიკა, ჰერალდიკა და ვექსილოლოგია, როგორ მკვიდრდება ამ მიმართულებით ევროპული სტანდარტები დამოუკიდებელ საქართველოში.
     გამოფენის ორგანიზატორები არიან ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო აგრეთვე  სახელმწიფო რწმუნებული -  გუბერნატორი სამცხე-ჯავახეთის მხარეში და მისი ადმინისტრაცია, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ქალაქ ახალციხის მერია.
      შეგახსენებთ,  რომ ასეთი ფორმატის გამოფენა უკვე გაიმართა თბილისში, ბათუმში, მესტიაში, ბოლნისსა და  დმანისში და საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.


 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი