თერჯოლის მუნიციპალიტეტი აცხადებს  გერბისა და დროშის კონკურსს

1. კონკურსის მიზანი

 კონკურსის მიზანია  თერჯოლის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის - გერბის და დროშის საუკეთესო პროექტების შერჩევა და გამარჯვებული პროექტის გამოვლენა.

2. ზოგადი კრიტერიუმები

1.     კონკურსს   ატარებს    თერჯოლის      მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2.     კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, გარდა საკონკურსო  კომისიის წევრებისა.

3.     კონკურსი ტარდება ერთ ტურად. სამუშაო ენაა ქართული.

4.     კონკურსი ჩატარებულად ჩაითვლება არანაკლებ სამი ავტორის მონაწილეობის     შემთხვევაში.

5.     გერბისა და დროშის პროექტები შექმნილი უნდა იყოს ჰერალდიკის კანონების გათვალისწინებით და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებდეს შემდეგ პრინციპებს:

ა) ჰერალდიკური მემკვიდრეობითობა;  

ბ) ტერიტორიის ისტორიული მემკვიდრეობა;

გ) ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობა;

დ) ადმინისტრაციული ერთეულის მახასიათებელი ისტორიული, ეთნოგრაფიული ან მითოლოგიური ნიშანი (სიმბოლო).

6. კონკურსთან დაკავშირებულ ყველა დამატებით საკითხზე ინფორმაციასათვის მიმართეთ  კონკურსის კოორდინატორს    თერჯოლის   მუნიციპალიტეტის საკრებულოს : ან. ჭანტურიძის #7,     საკონტაქტო პირი - გიორგი ლილუაშვილი 595453413, 592003006

3. კონკურსის პირობები

1. გერბისა და დროშის პროექტების შესრულება დასაშვებია ნებისმიერი სახვითი საშუალებით და კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით.

2. საკონკურსო პროექტს კონკურსანტი წარმოადგენს კონვერტით, რომელსაც უნდა ეწეროს კომისიის დასახელება და მისამართი. კონვერტში მოთავსებული თითოეული პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს AAA4 ზომის ფორმატზე ზედა მარჯვენა კუთხეში ავტორის დევიზის (კოდის) მითითებით და უნდა ერთვოდეს მოკლე შინაარსობრივი აღწერა-დასაბუთება.

3. წარმოდგენილ კონვერტში უნდა იდოს მცირე ზომის დალუქული კონვერტი, რომელზეც ზემოდან აღნიშნული იქნება ავტორის დევიზი (კოდი), მასში მოთავსდება  ავტორის პირადი საკონტაქტო ინფორმაცია

4. კონკურსში მონაწილეობა დასტურდება კომისიის მიერ გერბისა და დროშის დალუქული კონვერტის მიღებით, რაც ამავდროულად ნიშნავს, რომ კონკურსის ზემოთ ჩამოთვლილი პირობები მისაღებია კონკურსანტისათვის.


4. კონკურსის ჩატარების ვადები

1. კონკურსის გამოცხადება _ 01.06.2015

2. საკონკურსო პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადაა _ 15.07.2015

3. შედეგების გამოცხადება _ 01.08.2015.

5. გამარჯვებული პროექტისთვის დაწესებული კონკურსის პრემიები

კონკურსში გამარჯვებული ავტორისათვის  დაწესებულია ჰონორარი  1000 (ათასი)  ლარი 

6. კონკურსის მონაწილეთა საავტორო უფლებები

1. გამარჯვებული პროექტები გადადის კონკურსის ორგანიზატორების საკუთრებაში საავტორო უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ხოლო ყველა სხვა პროექტი მოთხოვნისთანავე უბრუნდება ავტორს.

2. კონკურსის შედეგები გამოცხადდება საინფორმაციო საშუალებებით.

დამატებითი მოთხოვნები 

ა) გერბი გამოსახული უნდა იყოს ჰერალდიკურ (ფრანგულ) ფარზე;)

ბ) გერბის ფარის ზემოდან უნდა მოთავსდეს ტერიტორიული ერთეულის გამომსახველი ვერცხლის სამ კოშკიანი, ქონგურებიანი გვირგვინი;

გ) დევიზის ბაფთაზე უნდა გამოისახოს წარწერა "თერჯოლა"; (მუნიციპალიტეტის სახელწოდება)






 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი