თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტი აცხადებს სიმბოლოების - გერბის და დროშის შესარჩევ კონკურსს. კონკურსის მიზანია საუკეთესო პროექტების შერჩევა და გამარჯვებული პროექტის გამოვლენა; კონკურსს ატარებს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო; კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, გარდა საკონკურსო კომისიის წევრებისა; კონკურსი ტარდება ერთ ტურად და ჩატარებულად ჩაითვლება არანაკლებ სამი ავტორის მონაწილეობის შემთხვევაში;
გერბი და დროშა შექმნილი უნდა იყოს ჰერალდიკის კანონების გათვალისწინებით და ითვალისწინებდეს შემდეგ პირობებს:  ა) ჰერალდიკური მემკვიდრეობა ბ) ტერიტორიის ისტორიული მემკვიდრეობა    გ) ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობა; დ)ადმინისტრაციული ერთეულის მახასიათებლები ისტორიული,   ეთნოგრაფიული ან მითოლოგიური ნიშაი (სიმბოლო).
კონკურსთან დაკავშირებულ ყველა დამატებით საკითხზე მიმართეთ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. საკონტაქტო პირი ნანა ხვისტანი მის: ქ.თელავი ერეკლე მეორეს ქუჩა N2; ტელ: +995 599 323 778
კონკურსის პირობები 1.გერბისა და დროშის პროექტების შესრულება დასაშვებია ნებისმიერი სახვითი საშუალებით და კომპიუტერული გრაფიკით; 2. საკონკურსო პროექტს კონკურსანტი წარმოადგენს კონვერტით, რომელსაც უნდა ეწეროს კომისიის დასახელება და მისამართი. კონვერტში მოთავსებული თითოეული პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ზომის ფორმატზე ზედა მარჯვენა კუთეში ავტორის დევიზის (კოდის) მითებით და უნდა ერთვოდეს მოკლე შინაარსობრივი აღწერა-დასაბუთება; 1.წარმოდგენილ კონვერტში უნდა იდოს მცირე ზომის დალუქული კონვერტი, რომელზეც ზემოდან აღნიშნული იქნება დევიზი (კოდი), მასში მოთავსდება ავტორის პირადი საკონტაქტო ინფორმაცია; 2. კონკურსში მონაწილეობა დასტურდება კომისიის მიერ გერბისა და დროშის დალუქული კონვერტის მიღებით, რაც ამავდროულად ნიშნავს, რომ კონკურსის ზემოთ ჩამოთვლილი პირობები მისაღებია კონკურსანტისათვის.
საკონკურსო პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადა - 15.06.2015;  შედეგების გამოცხადება - 27.06.2015.

    გამარჯვებული პროექტისათვის დაწესებულია  პრემიები

1.     პირველი ადგილი - 1500 ლარი;

2.     მეორე ადგილი - 300 ლარი;

3.     მესამე ადგილი - 200 ლარი.

კონკურსის მონაწილეთა საავტორო უფლებები. 1.გამარჯვებული პროქტები გადადის კონკურსის ორგანიზატორების საკუთრებაში საავტორო უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ხოლო ყველა სხვა პროექტი მოთხოვნისთანავე უბრუნდება ავტორს; 2. კონკურსის შედეგები გამოცხადდება საინფორმაციო საშუალებებით.

დამატებითი მოთხოვნები

1.     გერბი გამოსახული უნდა იყოს ჰერალდიკურ (ფრანგულ) ფარზე;

2.     გერბის ფარის ზემოდან უნდა მოთავსდეს ტერიტოლიური ერთეულის გამომსახველი ვერცხლის სამ კოშკიანი, ქონგურებიანი გვირგვინი;

3.     დევიზის ბაფთაზე უნდა გამოისახოს წარწერა „თელავი".







 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი