ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი აცხადებს კონკურსს, კონკურსის მიზანია ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის  - გერბის და დროშის საუკეთესო პროექტების შერჩევა და გამარჯვებული პროექტის გამოვლენა.
კონკურსს ატარებს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.კონკურსში მონაწილეობა შუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს გარდა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  სიმბოლიკის-გერბის და დროშის საუკეთესო პროექტების შესარჩევად შექმნილ მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებისა.კონკურსი ტარდება ერთ ტურად. სამუშაო ენაა - ქართული. კონკურსი ჩატარებულად ჩაითვლება არანაკლებ სამი ავტორის მონაწილეობის შემთხვევაში.გერბის და დროშის პროექტები შექმნილი უნდა იყოს ჰერალდიკის კანონების გათვალისწინებით და შეძლებისდაგავარდ ითვალისწინებდეს შემდეგ პრინციპებს:

ა) ჰერალდიკული მემკვიდრეობითობა;
ბ) ტერიტორიის ისტორიული მემკვიდრეობა;
გ) ტერიტორიის გეგრაფიული მდებარეობა;
დ) ადმინისტრაციული ერთეულის მახასიათებელი ისტორიული, ეთნოგრაფიული ან მითოლოგიური ნიშანი (სიმბოლო).
კონკურსთან დაკავშირებულ ყველა დამატებით საკითხზე ინფორმაციასათვის მიმართეთ კონკურსის კოორდინატორს,  ქალაქ ოზურგეთის მინიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო ჯგუფს (ქ. ოზურგეთი, კოსტავას ქუჩა #1. ტელ: 599056414)

გერბისა და დროშის პროექტების შესრულება დასაშვებია ნებისმიერი სახვითი საშუალებით და კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით.
საკონკურსო პროექტს კონკურსანტი წარმოადგენს კონვერტით, რომელსაც უნდა ეწეროს სამუშაო ჯგუფის  დასახელება და მისამართი. კონვერტში მოთავსებული თითოეული პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ზომის ფორმატზე ზედა მარჯვენა კუთხეში ავტორის დევიზის (კოდის) მითითებით და უნდა ერთვოდეს მოკლე შინაარსობრივი აღწერა-დასაბუთება.წარმოდგენილ კონვერტში უნდა იდოს მცირე ზომის დალუქული კონვერტი, რომელზეც ზემოდან აღნიშნული იქნება ავტორის დევიზი (კოდი), მასში მოთავსდება ავტორის პირადი საკონტაქტო ინფორმაცია.
კონკურსში მონაწილეობა დასტურდება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  სიმბოლიკის-გერბის და დროშის საუკეთესო პროექტების შესარჩევად შექმნილ მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ გერბისა და დროშის დალუქული  კონვერტის მიღებით, რაც ამავდროულად ნიშნავს, რომ კონკურსის ზემოთ ჩამოთვლილი პირობები მისაღებია კონკურსანტისათვის.საკონკურსო პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 8 ივნისი. შედეგების გამოცხადება მოხდება 2015 წლის 15  ივნისს. კონკურსში გამარჯვებისათვის დაწესებულია ჰონორარი 1000 (ათასი) ლარი.









 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი