გერბის და დროშის საუკეთესო პროექტების შერჩევისა და გამარჯვებული პროექტის გამოვლენის მიზნით ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო აცხადებს კონკურსს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, გარდა საკონკურსო კომისიის წევრებისა. კონკურსი ტარდება ერთ ტურად. კონკურსის სამუშაო ენაა ქართული. კონკურსი ჩატარებულად ჩაითვლება არანაკლებ ორი ავტორის მონაწილეობის შემთხვევაში. გერბისა და დროშის პროექტები შექმნილი უნდა იყოს ჰერალდიკის კანონების გათვალისწინებით და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებდეს შემდეგ პრინციპებს:
ა) ჰერალდიკური მემკვიდრეობითობა;
ბ) ტერიტორიის ისტორიული მემკვიდრეობა;
გ) ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობა;
დ) ადმინისტრაციული ერთეულის მახასიათებელი ისტორიული ან მითოლოგიური ნიშანი (სიმბოლო).
კონკურსთან დაკავშირებულ ყველა დამატებით საკითხზე მიმართეთ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 
კონკურსის პირობებ
1. გერბისა და დროშის პროექტების შესრულება დასაშვებია ნებისმიერი სახვითი საშუალებით და კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით.

2. საკონკურსო პროექტს კონკურსანტი ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მისამართი: ქალაქი ვანი, თავისუფლების ქ. N65) წარმოადგენს კონვერტით, რომელსაც უნდა ეწეროს კომისიის დასახელება და მისამართი. კონვერტში მოთავსებული თითოეული პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ზომის ფორმატზე ზედა მარჯვენა კუთხეში ავტორის დევიზის (კოდის) მითითებით და უნდა ერთვოდეს მოკლე შინაარსობრივი აღწერა-დასაბუთება.
3. წარმოდგენილ კონვერტში უნდა იდოს მცირე ზომის დალუქული კონვერტი, რომელზეც ზემოდან აღნიშნული იქნება ავტორის დევიზი (კოდი), მასში მოთავსდება ინფორმაცია ავტორის ვინაობის, მისამართისა და სხვა საკონტაქტო მონაცემების შესახებ.
4. კონკურსში მონაწილეობა დასტურდება კომისიის მიერ გერბისა და დროშის დალუქული კონვერტის მიღებით, რაც ამავდროულად ნიშნავს, რომ კონკურსის ზემოთ ჩამოთვლილი პირობები მისაღებია კონკურსანტისათვის.
საკონკურსო პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადა - 2015 წლის 1 ივნისი. შედეგების გამოცხადება - 2015 წლის 15 ივნისი. გამარჯვებული პროექტისთვის დაწესებული პრემია  1000 (ათასი) ლარი. გამარჯვებული პროექტი გადადის ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში საავტორო უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ხოლო ყველა სხვა პროექტი მოთხოვნისთანავე უბრუნდება ავტორს. კონკურსის შედეგები გამოცხადდება საინფორმაციო საშუალებებით.
 დამატებითი მოთხოვნები
ა) გერბი გამოსახული უნდა იყოს ჰერალდიკურ (ფრანგულ) ფარზე;
ბ) გერბის ფარის ზემოდან უნდა მოთავსდეს ტერიტორიული ერთეულის გამომსახველი ვერცხლის სამ კოშკიანი, ქონგურებიანი გვირგვინი;
გ) დევიზის ბაფთაზე უნდა გამოისახოს წარწერა „ვანი ".






 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი