4-6 დეკემბერს ყვარელში საქართველოს პარლამენტთან არსებული  ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ინიციატივითა და ორგანიზებით  ჩატარდა სემინარი თემაზე მუნიციპალიტეტების სიმბოლიკა (გერბი, დროშა).
სემინარის მიზანი გახლდათ საქართველოს ტერიტორიული ჰერალდიკის სისტემური განვითარება და ახლადშექმნილ მუნიციპალიტეტებში  სიმბოლოების (გერბი, დროშა) შექმნის უზრუნველყოფა. სემინარს ესწრებოდნენ თელავის, ოზურგეთის, ზუგდიდის, გორის ამბროლაურის მცხეთის და ახალციხის  თემისა და თვითმმართველი ქალაქების  მუნიციპალიტეტების თავმჯდომარეები.
ჰერალდიკის საბჭოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს ქართული ჰერალდიკის ისტორიის შესახებ, ზოგადად  ტერიტორიული ჰერალდიკის შესახებ, წარმოადგინეს ქალაქისა და თემის გერბების  ვიზუალური პრეზენტაცია, დაისვა შეკითხვები და გაიმართა დისკუსია.  მონაწილეებმა განიხილეს  თვითმმართველობის სიმბოლოების შემუშავების, მიღების და დამტკიცების იურიდიული პროცედურების სპეციფიკა და შეთანხმდნენ მომავალ თანამშრომლობაზე.

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი