ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი აცხადებს კონკურსს


კონკურსის მიზანია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის  - გერბის და დროშის საუკეთესო პროექტების შერჩევა და გამარჯვებული პროექტის გამოვლენა.

კონკურს ატარებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო.კონკურსში მონაწილეობა შუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს გარდა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის  სიმბოლიკის-გერბის და დროშის საუკეთესო პროექტების შესარჩევად შექმნილ მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებისა.
კონკურსი ტარდება ერთ ტურად. სამუშაო ენაა - ქართული. კონკურსი ჩატარებულად ჩაითვლება არანაკლებ სამი ავტორის მონაწილეობის შემთხვევაში.

 

 

გერბის და დროშის პროექტები შექმნილი უნდა იყოს ჰერალდიკის კანონების გათვალისწინებით და შეძლებისდაგავარდ ითვალისწინებდეს შემდეგ პრინციპებს.
ა) ჰერალდიკული მემკვიდრეობითობა;
ბ) ტერიტორიის ისტორიული მემკვიდრეობა;
გ) ტერიტორიის გეროგრაფიული მდებარეობა;
დ) ადმინისტრაციული ერთეულის მახასიათებელი ისტორიული, ეთნოგრაფიული ან მითოლოგიური ნიშანი (სიმბოლო).
 კონკურსთან დაკავშირებულ ყველა დამატებით საკითხზე ინფორმაციასათვის მიმართეთ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  სიმბოლიკის-გერბის და დროშის საუკეთესო პროექტების შესარჩევად  შექმნილ მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დროებით სამუშაო ჯგუფს.  საკონტაქტო პირი გიორგი ბატონისაშვილი ტ: 599858979
გერბისა და დროშის პროექტების შესრულება დასაშვებია ნებისმიერი სახვითი საშუალებით და კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით.
საკონკურსო პროექტს კონკურსანტი წარმოადგენს კონვერტით, რომელსაც უნდა ეწეროს სამუშაო ჯგუფის  დასახელება და მისამართი. კონვერტში მოთავსებული თითოეული პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ზომის ფორმატზე ზედა მარჯვენა კუთხეში ავტორის დევიზის (კოდის) მითითებით და უნდა ერთვოდეს მოკლე შინაარსობრივი აღწერა-დასაბუთება.წარმოდგენილ კონვერტში უნდა იდოს მცირე ზომის დალუქული კონვერტი, რომელზეც ზემოდან აღნიშნული იქნება ავტორის დევიზი (კოდი), მასში მოთავსდება ავტორის პირადი საკონტაქტო ინფორმაცია.
კონკურსში მონაწილეობა დასტურდება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის  სიმბოლიკის-გერბის და დროშის საუკეთესო პროექტების შესარჩევად შექმნილ მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ გერბისა და დროშის დალუქული  კონვერტის მიღებით, რაც ამავდროულად ნიშნავს, რომ კონკურსის ზემოთ ჩამოთვლილი პირობები მისაღებია კონკურსანტისათვის.
საკონკურსო პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის პირველი ივნისი. შედეგების გამოცხადება მოხდება 2015 წლის პირველ ივლისს. კონკურსში გამარჯვებისათვის დაწესებულია ჰონორარი   700 (შვიდასი) ლარი.

 

 

 

 

 

 





 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი