ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოში ალმანახ "ჰეროლდის" პრეზენტაცია გაიმართა, პრეზენტაციას ესწრებოდნენ სტატიების ავტორები, ჰერალდიკის საკითხების განმხილველი კომისიის წევრები, ისტორიკოსები, მეცნიერები და  სტუდენტები. პრეზენტაციის ფარგლებში გამოიფინა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების პროექტი. წარმოდგენილი იყო  საქართველოს სახელმწიფო დროშის და სხვა კატეგორიის დროშების და სახელმწიფო გერბის ოფიციალური გამოყენების წესების პროექტი. ეგახსენებთ, რომ  ჰერალდიკის საკითხებზე სამოქალაქო განათლების გავრცელებისა და ქვეყანაში სახელმწიფო სიმბოლიკის და მისი მნიშვნელობის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით ჰერალდიკის საბჭო გამოსცემს შემეცნებით ალმანახ  "ჰეროლდს". 

 


იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი