2011 წლის 19 მაისს გაიმართა საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სამი წლის მუშაობის პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე  წარმოდგენილი იყო:
   1. ვებ-გვერდის www.heraldika.ge პრეზენტაცია
   2. 2010 წელს მიღებული და დამტკიცებული მუნიციპალიტეტის საკრებულოების სიმბოლოების (გერბი, დროშა) პრეზენტაცია (22 მუნიციპალიტეტის საკრებულო: ლაგოდეხი,  ბათუმი, ჩოხატაური, კასპი, ნინოწმინდა, ახალგორი,  თიღვი, ერედვი, ქურთა, ხაშური,  გურჯაანი, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, გორი,      ყაზბეგი, თიანეთი, აბაშა, ხარაგაული, წყალტუბო, ხობი, ქარელი. დაემატება 2011 წელს პრეზენტაციამდე მიღებული და დამტკიცებული სიმბოლოებიც.)
   3. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ ევროპის უძველეს ბიბლიოთეკებსა და არქივებში მოძიებული XIII-XV საუკუნეების პორტულანების (საზღვაო რუკების) ასლების გამოფენა. (პორტულანებზე ასახულია საქართველო სახელმწიფო უძველესი ჰერალდიკური სიმბოლოებით).
   4. 2010 წელს გამოცემული ჰერალდიკის სფეროს სამეცნიერო და პრაქტიკული ლიტერატურის პრეზენტაცია:
   1. გიორგი ლობჟანიძე - ,,ევროპული რუკები და საისტორიო   წყაროები საქართველოს შესახებ - XVI-XVIIIსს." (შევსებული ვარიანტი).
   2. თორნიკე ასათიანი - "ქართული გერბთმცოდნეობა"
   3. "მიხეილ ვადბოლსკი და ქართული ჰერალდიკა"- წიგნი გამოსაცემად მოამზადეს სოსო ბიჭიკაშვილმა და მალხაზ აფრიდონიძემ.
   პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, ქვეყანაში აკრედიტებული ელჩები, პარლამენტის წევრები, პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები, პარლამენტის დეპარტამენტების უფროსები, მეცნიერები, ისტორიკოსები, მხატვარ-ჰერალდიკოსები, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელები და სხვა დაინტერესებული პირები. აგრეთვე საერთაშორისო ვექსილოლოგიური ასოციაციების ფედერაციის (FIAV) პრეზიდენტი მიშელ ლუპანი.   შესავალი სიტყვით გამოვიდა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე - ბატონი ელდარ შენგელაია. მან  ისაუბრა სამი წლის მანძილზე გაწეული მუშაობის შესახებ. გამოყო მთავარი საკითხები, ხაზი გაუსვა პირველი ქართულენოვანი ჰერალდიკური ვებგვერდის - www.heraldika.ge -ს მნიშვნელობას. ყურადღება გაამახვილა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის მიხედვით დადგენილი თვითმმართველი ერთეულების მუნიციპალიტეტების სიმბოლიკის შემუშავების საკითხზე. აღნიშნა, რომ 67 მუნიციპალიტეტიდან დღეისათვის დამტკიცებულია და მოქმედებს 36 მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა. აქედან საანგარიშო პერიოდში შექმნილი 22 მუნიციპალიტეტის სიმბოლოკაა  წარმოდგენილი. შეეხო პრეზენტაციაზე წარმოდგენილ საზღვაო რუკებსა და ახლადგამოცემულ ლიტერატურას. მან მადლობა გადაუხადა პარლამენტის ხელმძღვანელობას თანამშრომლობისა და ხელშეწყობისათვის. შემდეგ ჰერალდიკის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, სახელმწიფო გერბის ავტორმა  - მამუკა გონგაძემ დამსწრე საზოგადოებას ვიზუალურად წარმოუდგინა  პირველი ქართულენოვანი ჰერალდიკური ვებგვერდი - www.heraldika.ge. მანვე წარმოადგინა საქართველოს 22 მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა, როგორც ვებგვერდის საშუალებით, ასევე პარლამენტში გამოფენილი ვიზუალური მასალით. მამუკა გონგაძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა  ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ ევროპის უძველეს ბიბლიოთეკებსა და არქივებში მოძიებული XIII-XV საუკუნეების პორტულანების(საზღვაო რუკების) მაღალი ტექნოლოგიით შესრულებული ასლები. (პორტულანებზე ასახულია საქართველო სახელმწიფო უძველესი ჰერალდიკური სიმბოლოებით), წარმოადგინა საბჭოს მიერ 2010 წელს გამოცემული ჰერალდიკის სფეროს სამეცნიერო და პრაქტიკული ლიტერატურა: გიორგი ლობჟანიძე - 'ევროპული რუკები და საისტორიო   წყაროები საქართველოს შესახებ - XVI-XVIIIსს." (შევსებული ვარიანტი). თორნიკე ასათიანი - "ქართული გერბთმცოდნეობა"  "მიხეილ ვადბოლსკი და ქართული ჰერალდიკა"- წიგნი გამოსაცემად მოამზადეს სოსო ბიჭიკაშვილმა და მალხაზ აფრიდონიძემ. მამუკა გონგაძემ დამსწრე აუდიტორიას წარუდგინა ჰერალდიკური ლიტერატურის ავტორები:  გიორგი ლობჟანიძე, მალხაზ აფრიდონიძე; "ქართული გერბთმცოდნეობის"  შესახებ ისაუბრა წიგნის ავტორის თორნიკე ასათიანის მეუღლემ რუსუდან ასათიანმა და მამამ ააკაკი ასათიანმა.     პრეზენტაცია შეაჯამა ჰერალდიკის საბჭოს თავმჯდომარემ -ბატონმა ელდარ შენგელაიამ. 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი