2011 წლის 3 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატებში, ქალაქ ვაშინგტონში ვექსილოლოგთა (დროშათმცოდნეობის) საერთაშორისო ასოციაციების ფედერაციათა 24-ე საერთაშორისო კონგრესის გენერალური ასამბლეის 22 -ე სესიაზე საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო ვექსილოლოგთა (დროშათმცოდნეობის) საერთაშორისო ასოციაციების ფედერაციის (FIAV) წევრი გახდა. სესიამ ერთხმად დაუჭირა მხარი ქართული ჰერალდიკური ორგანიზაციის FIAV- ში (ვექსილოლოგთა საერთაშორისო ორგანიზაციაში) გაწევრიანებას. ვაშინგტონში გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნული საკითხის განხილვას წინ უძღოდა FIAV -ის პრეზიდენტის ბატონ მიშელ ლუპანის ვიზიტი საქართველოში. იგი გაეცნო საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მუშაობის სპეციფიკას, შეისწავლა არსებობოს სამი წლის მანძილზე შესრულებულ სამუშაოები და მომავლის პროექტები. Aამ ვიზიტის შემდეგ დადგა დღის წესრიგში ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს FIAV-ში გაწევრიანების საკითხი. იხილეთ ფოტოები


 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი