2011 წელი 20-21 მაისს სიღნაღში გაიმართა საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს კონფერენცია.კონფერენციაში მონაწილეობდნენ: ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თანამშრომლები, ჰერალდიკის საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრები, ვექსილოლოგთა საერთაშორისო ასოციაციების გაერთიანების(FIAV) პრეზიდენტი მიშელ ლუპანი,  მოწვეული სპეციალისტები, ისტორიკოსები, ჰერალდიკოსები. კონფერენციის დრის წესრიგში იყო ორი საკითხი:1. ჰერალდიკური ტერმინოლოგიის დადგენა (ფერები) მომხსენებლები მამუკა გონგაძე და  მალხაზ აფრიდონიძე 2. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ვექსილოლოგთა საერთაშორისო ასოციაციების გაერთიანებაში(FIAV) გაწევრიანების შესახებ - მომხსენებელი მ. ლუპანი - გაერთიანების პრეზიდენტი,   ე. შენგელაია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე, მ. გონგაძე - თავმჯდომარის მოადგილე.
      კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თანამშრომლებმა, ჰერალდიკის საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრებმა, ვექსილოლოგთა საერთაშორისო ასოციაციების გაერთიანების(FIAV) პრეზიდენტმა მიშელ ლუპანმა,  მოწვეულმა სპეციალისტებმა, ისტორიკოსებმა, ჰერალდიკოსებმა 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი