8 ივნისს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ელდარ შენგელაია და ჰერალდიკის საბჭოს თანამშრომლები  ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ. ვიზიტის ინიციატორი თსუ-ს აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრი გახლდათ. შეხვედრას თსუ-ს რექტორი, სტუდენტები და  პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ  დამსწრე საზოგადოებას ქართული ჰერალდიკის ისტორიას და ჰერალდიკის საბჭოს ამჟამინდელი  მუშაობის სპეციფიკა და პრიორიტეტი ჰერალდიკის საბჭოს თანამშრომლებმა გააცნეს. გამოიფინა- 2011 წელს მიღებული და დამტკიცებული საქართველოს მუნიციპალიტეტების საკრებულოთა სიმბოლიკა (დროშა და გერბი) აგრეთვე  - პორტოლანები (საზღვაო რუკები) - ეს გახლავთ ჰერალდიკის საბჭოს მიერ მოპოვებული XIV-XVI საუკუნეების რუკების ასლები დიდი ბრიტანეთის სამეფო ბიბლიოთეკიდან, პარმის ბიბლიოთეკიდან, პარიზის ეროვნული ბიბლიოთეკიდან, რომლებზეც საქართველო ფიქსირდება ხუთჯვრიანი დროშით.

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი