ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა იტალიაში: ქალაქ ფლორენციაში და ქალაქ მოდენაში. მათ ჩამოიტანეს ორი მნიშვნელოვანი პორტოლანის (საზღვაო რუკის) მაღალი რეზოლუციის ფაილი, კერძოდ ანჯელინო დალორტოს 1325 წლის პორტოლანი და 1450 წლის წლის ანონიმი ავტორის პორტოლანი,- ორივე საზღვაო რუკაზე დატანილია საპორტო ქალაქი  სოხუმი.  ანჯელინო დალორტოს პორტოლანი გახლავთ ერთ ერთი უძველესი საზღვაო რუკა,  რომლის ორიგინალი  ინახება იტალიაში ფლორენციში პალაცო კორსინიში. (კორსინების სასახლეში) იგი წარმოადგენს გრაფინია ლუკრეზია და კრისტინა კორსინების კერძო საკუთრებას და ინახება  მათ პირად არქივში. მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად უძველესი პორტოლანის ციფრული, მაღალი რეზოლუციის ფერადი ელექტრონული ვერსია უსასყიდლოდ გადმოგვეცა.     ჩვენი დელეგაციის შემდეგი შეხვედრა შედგა ქ. მოდენაში, ესტენსეს უნივერსიტეტის ბიბლიოთაკაში. ისტორიული წყაროების შესწავლის შედეგად ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ აღნიშნულ ბიბლიოთეკაში ინახება XIII-XIV საუკუნის პორტოლანები, რომლებზეც წარმოდგენილია საქართველო - ისტორიული სიმბოლიკით. წინასწარი მოლაპარაკების თანახმად ქ. მოდენას ესტენსეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში შევიძინეთ ანონიმი ავტორის 1450 წლით დათარიღებული პორტოლანის ციფრული, მაღალი რეზოლუციის ფერადი ელექტრონული ვერსია. ორივე პორტოლანი  მნიშვნელოვანი შენაძენია ჩვენი არქივისათვის. იხ.ფოტო

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი