საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 6 სექტემბერის N01-77/ნ ბრძანებით დამტკიცდა სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის ემბლემა.
    ემბლემა წარმოადგენს მეწამული არშიით შემოსაზღვრულ ჰერალდიკური ფარს, რომლის ლაჟვარდის ველზე ვერცხლის არშიით გამოსახულია მცირე ჰერალდიკური ფარი. მცირე ფარის ლაჟვარდის ველზე გამოსახულია ვერცხლის ჭანჭიკის და ლუპის სტილიზირებული შერწყმით მიღებული ემბლემის მთავარი ფიგურა. აღნიშნული ემბლემა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსა და სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზეა შექმნილი. (იხ დოკუმენტაცია)

 


 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი