23 დეკემბერს თბილისის პარლამენტის სასახლეში, საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ გამართა "საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო  გერბის, სახელმწიფო დროშის და სხვა კატეგორიის სიმბოლოების გამოყენების წესების" ბროშურის პროექტის   პრეზენტაცია.  პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის,  მთავრობის, სამინისტროებისა და უწყებების პროტოკოლის სამსახურების და ფუნქციურად შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებსაც გადაეცათ აღნიშნული ბროშურა.
 გარდა ზემოთ აღნიშნულისა სტუმრებს წარედგინათ  ალმანახ „ჰეროლდის" მესამე ნომერი და ჰერალდიკის საბჭოს განახლებულ ვებ-გვერდი.
 შეგახსენებთ, რომ ჰერალდიკის საკითხებზე სამოქალაქო განათლების გავრცელებისა და ქვეყანაში სახელმწიფო სიმბოლიკის და მისი მნიშვნელობის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით ჰერალდიკის საბჭო გამოსცემს ალმანახს სახელწოდებით "ჰეროლდი".

ფოტო მასალა


 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი