დამტკიცდა ავტორიზებული შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის ლოგო 

 



              2019 წლის 29 ოქტომბერს  ჰერალდიკის სახელმწოფო საბჭოს მომართა  ავტორიზებული ეკონომიკური  ოპერატორის ლოგოს შესახებ შენიშვნებისა და წინადადებებისათვის საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა.

       ჰერალდიკის საბჭოს სპეციალისტებმა  განიხილეს და იმსჯელეს  ბრძანების პროექტით წარმოდგენილი ლოგოს ესკიზის შესახებ. გაიცა მცირე რეკომენდაცია. შედეგად საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №417 ბრძანებას „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლითაც დამტკიცებული იქნა ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის ლოგო.
         
ლოგოს ძირითადი ნაწილი გამოსახულია ერთმანეთთან შერწყმული და დაკავშირებული  ლათინური ანბანის ასოებით - „AEO", რომელიც ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის ლათინური დასახელების („AUTHORISED ECONOMIC OPERATOR") აბრევიატურას წარმოადგენს.  პირველ ლათინურ ასოსთან „A" ჩართულია სიმბოლოები: ერთი ჰორიზონტალური ხაზი და სამი დახრილი ჯვარი, რომლებიც ერთობლიობაში მოაზრებულია, როგორც საქართველოს სახელმწიფო  დროშის გამომსახველი სიმბოლო. სიმბოლოები შესრულებულია წითელი ფერით (ფერის კოდები: RGB 255-0-0; CMYK 0-100-100-0; Pantone 485C; Web №FF0000), რომელიც შეესაბამება საქართველოს   სახელმწიფო დროშის ფერს.   სიმბოლოებს ქვევით დაყვება ტექსტი შესრულებული ქართულ და ინგლისურ ენაზე:  „ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი. საქართველო"; „AUTHORISED ECONOMIC  OPERATOR. GEORGIA" (ტექსტის შესრულების შრიფტი: Quicksand). 
 ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის ლოგო 

 

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი