საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ჰერალდიკის საკითხების განმხილველი მუდმივ მოქმედი კომისიის მორიგი სხდომა. კომისიის წევრებმა იმსჯელეს დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებზე, განიხილეს პროექტი  საქართველოს შეიარაღებული ძალების დროშების შესახებ. აგრეთვე ახლად შექმნილი თვითმმართველი ქალაქების  გერბებისათვის ერთნაირი შესამკობლის შეთავაზების შესახებ. კომისიამ განსაზღვრა ჟურნალ "ჰეროლდის" მორიგი ნომრის მიმართულება და შინაარსი, რომლის დაბეჭდვაც წლის ბოლოსთვის იგეგმება. იხ. ფოტო 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი