20 აპრილს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო ქალაქ დმანისში, საგანმანათლებლოცენტრის დარბაზში წარმოადგენს  გამოფენას თემაზე:  "თანამედროვე ქართული სახელმწიფო სიმბოლოები".

გამოფენა გაიხსნება 15:00 საათზე.

 წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შექმნილი და დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფოსიმბოლოები, მათ შორის ავტონომიური რესპუბლიკის, თვითმმართველი ორგანოების სიმბოლოები (გერბი, დროშა), სახელმწიფოდა უწყებრივი ჯილდოები, უნიფორმები, ფულადი ნიშნები და სხვა ინსიგნიები.

  გამოფენის მიზანია სახელმწიფო სიმბოლოების პოპულარიზაცია, მოსწავლეების, სტუდენტების, ახალგაზრდობისა და ფართოსაზოგადოების ინფორმირება, თუ როგორ ვითარდება თანამედროვე ქართული სიმბოლიკა, სახელმწიფო ატრიბუტიკა, მათ შორისუნიფორმოლოგია, ნუმიზმატიკა, ფალერისტიკა, ჰერალდიკა და ვექსილოლოგია, როგორ მკვიდრდება ამ მიმართულებითევროპული სტანდარტები  დამოუკიდებელ საქართველოში.

    გამოფენის ორგანიზატორები არიან ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო და დმანისის მუნიციპალიტეტი.  შეგახსენებთ,რომ ასეთიფორმატის გამოფენა უკვე გაიმართა თბილისში, ბათუმსა და მესტიაში და საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

გამოფენა დაიხურება 22 აპრილს საღამოს და 23 აპრილს გაიხსნება ბოლნისში.

ტ.2932099

 

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი