|
ქალაქ ზუგდიდის გერბი
გერბის ფარის ლაჟვარდოვან ველზე გამოსახულია ოქროს საწმისი, რომელზეც მოთავსებულია მეწამული მცირე ფარი - ცენტრში ღვთისმშობლის ოქროს კვართით. ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი ნახევრად ღია ჭიშკრით. გერბის ფარს გარს არტყია შესამკობელი - ვაზის ფოთლების ვერცხლის ორნამენტი. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი "ზუგდიდი." სადევიზე ბაფთის ორივე მხარეს გამოსახულია ორი მცირე მეწამული ჰერალდიკური ჯვარი.
|