სიახლეები

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ახალი გამოცემები
30.12.2024
2025 წელს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო სამი საინტერესო გამოცემით ეგებება:
გამოვიდა ჟურნალ „ჰეროლდის“ ახალი, მე-11-ე ნომერი, სადაც დაინტერესებული მკითხველი კვლავაც წაიკითხავს ავტორთა საინტერესო სტატიებს თუ ჰერალდიკური სიმბოლოების შესახებ კვლევებს. “ჰეროლდი” წელს ახალი ფორმატით (A5) გამოდის და კვლავაც იქნება ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ოფიციალური გამოცემა.
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო წარმოგიდგენთ ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მხატვარ-ჰერალდიკოსის ზაქარია კიკნაძის ალბომს, ჰერალდიკური მხატვრობის ნიმუშებს, რაც შესრულების მანერით და ღირებულებით დიდ იშვიათობას წარმოადგენს ქართულ სინამდვილეში.
ჰერალდიკის საბჭომ ხელახლა გამოსცა ჰერალდიკის ცნობილი მკვლევრის, საქართველოს დამსახურებული მხატვრის და მოჭადრაკის მიხეილ ვადბოლსკისადმი მიძღვნილი ნაშრომი „მიხეილ ვადბოლსკი და ქართული ჰერალდიკა“, რომლის წინა გამოცემაც (2010წ.) ასევე ჰერალდიკის საბჭოს ეკუთვნის და სრულადაა შესული მისი ჰერალდიკური მემკვიდრეობა და მანამდე გამოუყენებელი, სახელმწიფო არქივისთვის გადაცემული მასალა.
სხვა სიახლეები
27 თებერვალი, 2024
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს თბილისის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების (გერბი და დროშა) ნიმუშების შერჩევის მიზნით. ა.წ. 27 თებერვალს თბილისის მერიის საიტზე გამოქვეყნდა მონაწილეობის
19 თებერვალი, 2024
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებითა და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან თანამშრომლობით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები (იხ. დანართი- ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშები - 1 და 2)
19 თებერვალი, 2024
16. 02.24. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ცვლილებები შეიტანა მინისტრის 2023 წლის 22 მარტის No1-1/114 ბრძანებაში და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით დაამტკიცა ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშები (იხ. დანართი 1,2)
13 თებერვალი, 2024
12.02.24. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან მჭიდრო ურთერთთანამშრომლობითა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვრის ბრძანებით-N 27/ნ, დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები: ემბლემის ფორმა (დანართი 1), მედიასთან საკომუნიკაციო და ბანერის ფორმა (დანართი2), ოფიციალური კორესპოდენციის/წერილის ბლანკის ქართული და ინგლისური ვერსია (დანართი3და 4), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი (დანართი 5)