თელავის მუნიციპალიტეტის გერბი 

             

გერბის ფარი  ზემოდან ქვემოთ გაკვეთილია ორ ნაწილად, ტალღოვანი სამი ვერცხლის  ყაბიწით. ფარის პირველ ნაწილში მეწამული ველის ცენტრში მოთავსებულია ოქროს ქვევრი. ფარის მეორე ლაჟვარდის ველზე, გამოსახულია ორი ოქროს მტევანი და ვაზის ორი ოქროს ფოთოლი.  გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი  სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია  დევიზი "თელავი" 


 

თელავის მუნიციპალიტეტის დროშა 

              

დროშა ვერტიკალურადაა გაყოფილი ლაჟვარდის 1/3 და მეწამულ 2/3 ველებად. ლაჟვარდისა და მეწამული ველების კვეთის ცენტრში  მოთავსებულია ფარი, რომელიც დროშის სიმაღლის 1/2-ია. ფარი ზემოდან ქვემოთ გაყოფილია ორ ნაწილად ტალღოვანი სამი ვერცხლის ყაბიწით. ფარის პირველ ნაწილში მეწამული ველის ცენტრში მოთავსებულია ოქროს ქვევრი. ფარის მეორე ლაჟვარდის ველზე, გამოსახულია ორი ოქროს მტევანი და ვაზის ორი ოქროს ფოთოლი.    ფარს შემოვლებული აქვს თეთრი ფერის არშია. დროშის პროპორციაა - 2/3. 

.

 

 

დამტკიცებულია თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №43 დადგენილებით, 21.04.2016 .