საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფი საბჭოსთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული "აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემების გამოსახვის წესის" შესაბამისად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ბატონმა გიორგი ამილახვარმა 26 დეკემბერს გამოსცა  ბრძანება N143/ნ - ამავე სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების), ოფიციალური კორესპოდენციის (ქართული და ინგლისური ვერსია) ბლანკების, მედიასთან საკომუნიკაციო ბანერის, სამინისტროში ფიზიკური პირების (თანამშრომლებისა და სტუმრების), ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებებით შემოსასვლელი საშვის ფორმების დამტკიცების შესახებ. იხ. შესაბამისი დანართები. ბრძანება ძალაში შევა 2024 წლის 1 იანვრიდან.

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი