ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა ამბროლაურის გერბი და დროშა.

 

ამბროლაურის გერბი წარმოადგენს ფარს, რომლის ძოწისფერ ველზე გამოსახულია ვერცხლის მთა სამი მწვერვალით. ვერცხლის მთაზე დატანილია ძოწისფერი ყურძნის მტევანი ორი ვაზის ძოწისფერი ფოთლით. მთის ზემოთ ძოწისფერ ველზე გამოსახულია ვერცხლის ბოლნური ჯვარი. გერბის ფარი დაგვირგვინებულია სამკოშკიანი საქალაქო ციხე-სიმაგრით. გერბის ფარს ქვევიდან ერთვის ვერცხლის დევიზის ბაფთა წარწერით - „ამბროლაური." ბაფთის სარჩული ძოწისფერია.

ამბროლაურის დროშა წარმოადგენს მართკუთხა ქსოვილს თანაზომიერებით 2:3. დროშის ველი გადაკვეთილია. ზედა განაკვეთი ძოწისფერი ველია დროშის სიმაღლის ¾ ნაწილი, ძოწისფერ ველზე გამოსახულია ვერცხლის ბოლნური ჯვარი. დროშის ქვედა განაკვეთი ვერცხლის ველია- დროშის სიმაღლის ¼.