აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბი
          წარმოადგენს ტალღისებურად გადაკვეთილ ჰერალდიკურ ფარს, ცენტრში მცირე ჰერალდიკური ფარით. მცირე ჰერალდიკურ ფარზე მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრის ბუნიანი, ვერცხლის შუბოსანი, ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი, ვერცხლის ცხენზე ამხედრებული ოქროს შარავანდედიანი ვერცხლის მხედარი - წმ. გიორგი. ფარის პირველ ნაწილში მწვანე ველზე გამოსახულია ოქროს ციხე. ფარის მეორე ნაწილში ლაჟვარდის ველზე გამოსახულია სამი ოქროს მონეტა ორი ერთზე. 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა
          წარმოადგენს ქსოვილს პროპორციით 2/3, რომლის კანტონში (ზედა მარჯვენა კუთხე) პროპორციით დროშის სიმაღლის 3/7 და სიგანის 3/7 გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა. როშის ქსოვილს გაჰკვეთს შვიდი ჰორიზონტალური ზოლი, სიმაღლით დროშის ქსოვილის სიმაღლის 1/7; 1-3-5-7 ზოლი ლაჟვარდის ფერი (მშვენიერება, სილამაზე - ზღვა); 2-4-6 ზოლი თეთრი ფერის (სიწმინდე, სისპეტაკე).  

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი