ბაღდათის მუნიციპალიტეტის გერბი
      გერბის ფარი შუაზე არის გადაკვეთილი, ხოლო ზედა ნაწილი გადაკვეთილია და იყოფა ორ ველად. I ნაწილი - ზურმუხტოვან ველზე ოქროს ირმის თავი, მასზე აღმართული ოქროს ჯვრით. II ნაწილი - ლაჟვარდის ველზე ვერცხლის წყარო. III ნაწილი -  მეწამულ ველზე ქვედა ნაწილში ოქროს ორკოშკიანი ციხე-სიმაგრე ნახევრადღია კარიბჭით. ციხე-სიმაგრის გამოსახულება კვეთს ველის კიდეებს. ციხე-სიმაგრის თავზე ზედა ნაწილში გამოსახულია სამი ჰერალდიკური ოქროს ვარდი ორი ერთზე.    გერბის  ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრადღია კატარაქტიანი კარიბჭით.   ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი: ,,ბაღდათი".

ბაღდათის მუნიციპალიტეტის დროშა
   დროშის ქსოვილი გაყოფილია ვერტიკალურად ორ თანაბარ ნაწილად: პირველ ნაწილში მეწამულ ველზე გამოსახულია სამი ჰერალდიკური ოქროს ვარდი ორი ერთზე; მეორე ნაწილი გაყოფილია ჰორიზონტალურად ორ თანაბარ ნაწილად. ზედა ნაწილი არის ზურმუხტოვანი ველი, ქვედა ნაწილი არის ლაჟვარდოვანი ველი.          დროშის პროპორციაა: 2.3

დამტკიცებულია ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №84  26,10,2012დადგენილებით, 26.12.2008წ.