ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გერბი
გერბის ფარი გაყოფილია 4 არათანაბარ ნაწილად. I ნაწილი - მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს შველი და ვერცხლის ცხრა ქიმიანი ვარსკვლავი. II ნაწილი - ზურმუხტოვან ველზე გამოსახულია ზეაღმართული ოქროს ხელები ლელოს ოქროს ბურთით. III ნაწილი - ვერცხლის ველზე გამოსახული ზურმუხტოვანი მთები. IV ნაწილი - ლაჟვარდოვან ველს მარჯვნიდან მარცხნივ გადაკვეთს ვერცხლის შვიდი ტალღოვანი სარტყელი.გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი. (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი - „ლანჩხუთი“
|