მიმდინარეობს საიტის განახლება

სიახლეები

news-image

თორნიკე ასათიანის წიგნის - “The Story of Georgian Heraldy” პრეზენტაცია

15.09.2023

“The Story of Georgian Heraldy” /ქართული ჰერალდიკის ამბავი/ ასე ჰქვია ინგლისურენოვან წიგნს, რომელიც საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ გამოსცა. წიგნის ავტორია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი თორნიკე ასათიანი. გამოცემაზე მუშაობდნენ: პროექტის ხელმძღვანელი - მამუკა გონგაძე; დიზაინერი და მხატვრული რედაქტორი - თამარ კორაშვილი; პროექტის მენეჯერი - ვიქტორია სარჯველაძე.

წიგნის პრეზენტაცია გაიმართა 15 სექტემბერს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, ჰერალდიკისა და ვექსილოლოგიის მესამე კონფერენციის „ჰერალდიკა და ისტორიული წყაროები“ ფარგლებში.

ქართული საზოგადოება, მათ შორის პროფესიონალები, იცნობენ და აფასებენ ბატონ თორნიკე ასათიანის  ნაშრომებს. ამჯერად,  ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო აქვეყნებს მათ მოკლე კრებულს ინგლისურენოვანი აუდიტორიისთვის. ავტორმა თავი მოუყარა და გააანალიზა ქართული სახელმწიფოს როგორც თანამედროვე, ასევე ისტორიულად მნიშვნელოვანი  ჰერალდიკური მასალა. წიგნი შეიცავს უამრავ საილუსტრაციო მასალას და საინტერესო ისტორიებს.   ნაშრომი მნიშვნელოვანია როგორც ქართული ჰერალდიკის საერთაშორისო საზოგადოებისთვის - წარდგენისასევე, ზოგადად, ჰერალდიკით  დაინტერესებული მკითხველისთვის,  საქართველოს წარსულისა და აწმყოს ამ სფეროთი გაცნობის საქმეში.

 

 

სხვა სიახლეები

27 თებერვალი, 2024

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს თბილისის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების (გერბი და დროშა) ნიმუშების შერჩევის მიზნით. ა.წ. 27 თებერვალს თბილისის მერიის საიტზე გამოქვეყნდა მონაწილეობის

19 თებერვალი, 2024

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებითა და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან თანამშრომლობით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები (იხ. დანართი- ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშები - 1 და 2)

19 თებერვალი, 2024

16. 02.24. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ცვლილებები შეიტანა მინისტრის 2023 წლის 22 მარტის No1-1/114 ბრძანებაში და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით დაამტკიცა ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშები (იხ. დანართი 1,2)

13 თებერვალი, 2024

12.02.24. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან მჭიდრო ურთერთთანამშრომლობითა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვრის ბრძანებით-N 27/ნ, დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები: ემბლემის ფორმა (დანართი 1), მედიასთან საკომუნიკაციო და ბანერის ფორმა (დანართი2), ოფიციალური კორესპოდენციის/წერილის ბლანკის ქართული და ინგლისური ვერსია (დანართი3და 4), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი (დანართი 5)