ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გერბი
გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა ორ ნაწილად: პირველი ნაწილი: ვერცხლის ველზე გამოსახულია ძოწის ყურძნის მტევანი. მეორე ნაწილი: ძოწის ველზე გამოსახურია ვერცხლის ციხე-კოშკი. გერბის ფარის ძოწის ველის ქვედა ნაწილს გადაკვეთს სამი შემცირებული ვერცხლის სარტყელი; გერბის ფარის ვერცხლის ველის ქვედა ნაწილს გადაკვეთს სამი შემცირებული ძოწის სარტყელი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრადღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი „ამბროლაური".
|