ჰერალდიკა
წყაროები და ლიტერატურა
სხვა სახელმწიფო სიმბოლიკა
ბონისტიკა
1ლარი   
ერთი ლარი 
გამოშვების წელი – 2002
ბანკნოტის ზომა – 115 X 61 მმ.
  
ბანკნოტის წინა მხარე:
გამოსახულია გამოჩენილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის (ფიროსმანი) პორტრეტი წარწერით
ფიროსმანი 1862–1918“.

 
 1ლარი  ბანკნოტის უკანა მხარე:
გამოსახულია საქართველოს დედაქალაქის – თბილისის პანორამა და ირემი ფიროსმანის ნახატიდან.

2 ლარი 

ორი ლარი 

გამოშვების წელი – 2002
ბანკნოტის ზომა – 115 X 61 მმ.
 
ბანკნოტის წინა მხარე: 
გამოსახულია ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის პორტრეტი წარწერით
ზაქარია ფალიაშვილი 1871–1933“, ხოლო მარცხენა მხარეს – მისი ოპერის – აბესალომ და ეთერის“ უვერტიურის ნოტები. 
 
 2 ლარი  ბანკნოტის უკანა მხარე:
გამოსახულია თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის შენობა, წარწერა:
თბილისის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრი 1887 წ.“. 

5 ლარი   

ხუთი ლარი 

გამოშვების წელი – 2002
ბანკნოტის ზომა – 115 X 61 მმ.
 
ბანკნოტის წინა მხარე: 
გამოსახულია ქართველი აკადემიკოსის ივანე ჯავახიშვილის პორტრეტი წარწერით „ივანე ჯავახიშვილი 1876 – 1940“. 
 5 ლარი   
ბანკნოტის უკანა მხარე:
გამოსახულია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა, მის ქვემოთ – გადაშლილი წიგნი და მცენარეული დეკორი, მარცხენა მხარეს – ოქროს ლომის ქანდაკება ალაზნის ველის ძვ. წ. III ათასწლეულის ყორღანიდან და საქართველოს სიტუაციური რუკა. 
 

10 ლარი 

ათი ლარი 

გამოშვების წელი – 2002
ბანკნოტის ზომა – 125 X 63 მმ.
 
ბანკნოტის წინა მხარე:
გამოსახულია ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის პორტრეტი წარწერით
აკაკი წერეთელი 1840–1915“, მერცხალი და აყვავებული რტო. 
 
 10 ლარი  ბანკნოტის უკანა მხარე:
გამოსახულია დედის პორტრეტი ქართველი მხატვრის დავით კაკაბაძის ფერწერული ტილოდან „ იმერეთი–დედაჩემი“ და ვაზის ლერწები.
 

20 ლარი 

ოცი ლარი

გამოშვების წელი – 2002
ბანკნოტის ზომა – 131 X 65 მმ.
 
წინა მხარე:
გამოსახულია ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის პორტრეტი წარწერით „ილია ჭავჭავაძე 1837–1907“, მის მიერ დაარსებული ჟურნალები „საქართველოს მოამბე“, „ივერია“ და პირადი ნივთები.
 
 
 20 ლარი  ბანკნოტის უკანა მხარე:
გამოსახულია თბილისის დამაარსებლის, მეფე ვახტანგ გორგასლის ქანდაკება.XVIII ს–ის თბილისის გეგმა (შედგენილია ვახუშტი ბაგრატიონის მიერ) და ძველი თბილისის პანორამა ნარიყალას გამოსახულებით.
 

50 ლარი 

ორმოცდაათი ლარი 

გამოშვების წელი – 2004
ბანკნოტის ზომა – 135 X 66 მმ.
 
ბანკნოტის წინა მხარე:
გამოსახულია თამარ მეფის პორტრეტი წარწერით
თამარ მეფე. XII ს.“, ხოლო მარცხენა მხარეს – გრიფონის გამოსახულება სამთავისის ტაძრის ფასადის მორთულობიდან. 
 
50 ლარი 
ბანკნოტის უკანა მხარე:
გამოსახულია ზოდიაქოს ნიშანი – „მშვილდოსანი“ – XII ს–ის ქართული მინიატურული ხელნაწერიდან.  
 

100 ლარი 

ასი ლარი  

გამოშვების წელი – 2004
ბანკნოტის ზომა – 140 X 67 მმ.
 
ბანკნოტის წინა მხარე: 
გამოსახულია ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის გრაფიკული პორტრეტი წარწერით
შოთა რუსთაველი. XII ს.“, მარცხენა მხარეს – ანგელოზთა მიერ ჯვრის ამაღლების კომპოზიცია. 
 
100 ლარი  ბანკნოტის უკანა მხარე:
წარმოდგენილია კომპოზიცია ბიბლიური სიუჟეტით –
დანიელი ლომთა ხაროში“ – მარტვილის მონასტრის რელიეფიდან წარწერით „მარტვილი. VII საუკუნე“.   

200 ლარი 

ორასი ლარი 

გამოშვების წელი – 2007
ბანკნოტის ზომა – 146 მმ X 72 მმ.
 
ბანკნოტის წინა მხარე:
გამოსახულია საქართველოს ეროვნული გმირის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის პორტრეტი. ფონად გასდევს ქართული კულტურის ძეგლების რელიეფურ გამოსახულებათა ფრაგმენტები. 
 
200 ლარი  ბანკნოტის უკანა მხარე:
გამოსახულია სოხუმის ხედი და გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდაში ნაპოვნი კანკელის რელიეფური გამოსახულების ფრაგმენტი.
  
 
 
Copyright © 2017 HERALDIKA. All rights reserved.
Created By: Pro-Service
საკონტაქტო ინფორმაცია
საქართველო, ქ. თბილისი, 0114; სანაპიროს ქ. #4 ,II სართული
ტელეფონი: +(995 32) 293-20-99