ჰერალდიკა
წყაროები და ლიტერატურა
სხვა სახელმწიფო სიმბოლიკა
სიახლეები და განცხადებები
23.04.2015....
დმანისში და ბოლნისში გამართული გამოფენის ამსახველი...
22.04.2015...
გამოფენა ბოლნისში...
18.04.2015...
გამოფენა დმანისში 20-22 აპრილი...
07.04.2015....
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი აცხადებს...
ყველას ნახვა
18.04.2015

 

   20 აპრილს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო ქალაქ დმანისში, საგანმანათლებლო ცენტრის დარბაზში წარმოადგენს  გამოფენას თემაზე:  თანამედროვე ქართული სახელმწიფო სიმბოლოები”.

გამოფენა გაიხსნება 15:00 საათზე.

 წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შექმნილი და დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები, მათ შორის ავტონომიური რესპუბლიკის, თვითმმართველი ორგანოების სიმბოლოები (გერბი, დროშა), სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოები, უნიფორმები, ფულადი ნიშნები და სხვა ინსიგნიები.

  გამოფენის მიზანია სახელმწიფო სიმბოლოების პოპულარიზაცია, მოსწავლეების, სტუდენტების, ახალგაზრდობისა და ფართო საზოგადოების ინფორმირება, თუ როგორ ვითარდება თანამედროვე ქართული სიმბოლიკა, სახელმწიფო ატრიბუტიკა, მათ შორის უნიფორმოლოგია, ნუმიზმატიკა, ფალერისტიკა, ჰერალდიკა და ვექსილოლოგია, როგორ მკვიდრდება ამ მიმართულებით ევროპული სტანდარტები  დამოუკიდებელ საქართველოში.

    გამოფენის ორგანიზატორები არიან ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო და დმანისის მუნიციპალიტეტი.  შეგახსენებთ,რომ ასეთი ფორმატის გამოფენა უკვე გაიმართა თბილისში, ბათუმსა და მესტიაში და საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

გამოფენა დაიხურება 22 აპრილს საღამოს და 23 აპრილს გაიხსნება ბოლნისში.

.2932099

 
 
Copyright © 2017 HERALDIKA. All rights reserved.
Created By: Pro-Service
საკონტაქტო ინფორმაცია
საქართველო, ქ. თბილისი, 0114; სანაპიროს ქ. #4 ,II სართული
ტელეფონი: +(995 32) 293-20-99