ჰერალდიკა
წყაროები და ლიტერატურა
სხვა სახელმწიფო სიმბოლიკა
სიახლეები და განცხადებები
23.04.2015....
დმანისში და ბოლნისში გამართული გამოფენის ამსახველი...
22.04.2015...
გამოფენა ბოლნისში...
18.04.2015...
გამოფენა დმანისში 20-22 აპრილი...
07.04.2015....
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი აცხადებს...
ყველას ნახვა
07.04.2015.

ქალაქ  თელავის მუნიციპალიტეტი აცხადებს კონკურსს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) საუკეთესო ნამუშევრის გამოსავლენად

კონკურსის ზოგადი პირობები
1. კონკუსის მიზანი

კონკურსის მიზანია ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის – გერბის და დროშის საუკეთესო პროექტების შერჩევა და გამარჯვებული პროექტის გამოვლენა.

2. ზოგადი კრიტერიუმები

1. კონკურსს ატარებს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
2. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, გარდა დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრის და სამუშაო ჯგუფში მოწვეული სპეციალისტისა;
3. კონკურსი ტარდება ერთ ტურად,  სამუშაო ენაა ქართული;
4. გერბისა და დროშის პოექტები შექმნილი უნდა იყოს ჰერალდიკის კანონების გათვალისწინებით და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებდეს შემდეგ პრინციპებს:
ა) ჰერალდიკური მემკვიდრეობითობა;
ბ) ტერიტორიის ისტორიული მემკვიდრეობა;
გ) ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობა;
დ) ადმინისტრაციული ერთეულის მახასიათებელი ისტორიული, ეთნოგრაფიული ან მითოლოგიური ნიშანი (სიმბოლო).
5. კონკურსთან დაკავშირებულ ყველა დამატებით საკითხზე ინფორმაციისათვის მიმართეთ კონკურსის კოორდინატორს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების წამყვან სპეციალისტს გიორგი კალმახელიძეს (ქ. თელავი, ერეკლე ჳჳ გამზ. ნ16, ტელ:   5 14 777 337).

3. კონკურსის პირობები

1. გერბისა და დროშის  პროექტების შესრულება დასაშვებია ნებისმიერი სახვითი საშუალებით და კომპიუტერული  გრაფიკის გამოყენებით;
2. საკონკურსო პროექტს კონკურსანტი წარმოადგენს კონვერტით, რომელსაც უნდა ეწეროს მუნიციპალიტეტის დასახელება და მისამართი. კონვერტში მოთავსებული თითოეული პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს ა4 ზომის ფორმატზე ზედა მარჯვენა კუთხეში ავტორის დევიზის (კოდის) მითითებით და უნდა ერთვოდეს მოკლე შინაარსობრივი აღწერა–დასაბუთება;
3. წარმოდგენილ კონვერტში უნდა იდოს მცირე ზომის დალუქული კონვერტი, რომელზეც ზემოდან აღნიშნული იქნება ავტორის დევიზი (კოდი), მასში მოთავსდება ავტორის პირადი საკონტაქტო ინფორმაცია;
4. კონკურსანტებმა ნამუშევრები უნდა წარმოადგინონ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში მისამართზე: ქ. თელავი, ერეკლე ჳჳ გამზ. ნ16. 

4. კონკურსის ჩატარების ვადები

1. კონკურსის გამოცხადება–2015 წლის 6 აპრილი;
2. საკონკურსო პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადაა–2015 წლის 21 მაისი;
3. შედეგების გამოცხადება–2015 წლის 1 ივნისი.

5. გამარჯვებული პროექტისთვის დაწესებული ჯილდო

კონკურსში გამარჯვებისათვის დაწესებულია ჯილდო –4000 ლარი;

6. კონკურსის მონაწილეთა საავტორო უფლებები

1. გამარჯვებული პროექტი გადადის კონკურსის ორგანიზატორების საკუთრებაში საავტორო უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ხოლო ყველა სხვა პროექტი მოთხოვნისთანავე უბრუნდება ავტორს.
2. კონკურსის შედეგები გამოცხადდება საინფორმაციო საშუალებებით.

დამატებითი მოთხოვნები

ა) გერბი გამოსახული უნდა იყოს ჰერალდიკურ (ფრანგულ) ფარზე

ბ) გერბის ფარის ზემოდან უნდა მოთავსდეს ტერიტორიული ერთეულის გამომსახველი ვერცხლის სამ კოშკიანი, ქონგურებიანი გვირგვინი;
გ) თვითმმართველი ქალაქის გერბს უნდა ჰქონდეს ვაზის შესამკობელი

დ) დევიზის ბაფთაზე უნდა გამოისახოს წარწერა „თელავი“ (მუნიციპალიტეტის სახელწოდება).

 

 

 

 
 
Copyright © 2017 HERALDIKA. All rights reserved.
Created By: Pro-Service
საკონტაქტო ინფორმაცია
საქართველო, ქ. თბილისი, 0114; სანაპიროს ქ. #4 ,II სართული
ტელეფონი: +(995 32) 293-20-99