ჰერალდიკა
წყაროები და ლიტერატურა
სხვა სახელმწიფო სიმბოლიკა
სიახლეები და განცხადებები
23.04.2015....
დმანისში და ბოლნისში გამართული გამოფენის ამსახველი...
22.04.2015...
გამოფენა ბოლნისში...
18.04.2015...
გამოფენა დმანისში 20-22 აპრილი...
07.04.2015....
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი აცხადებს...
ყველას ნახვა
06.04.2015.

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტი აცხადებს სიმბოლიების - გერბის და დროშის კონკურსს

კონკურსის პირობები
1. კონკურსის მიზანი
კონკურსის მიზანია თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) საუკეთეო პროექტების შერჩევა და გამარჯვებული პროექტის გამოვლენა;
2. ზოგადი კრიტერიუმები
1. კონკურსს ატარებს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
2. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, გარდა საკონკურსო კომისიის წევრებისა;
3. კონკურსი ტარდება ერთ ტურად;
4. კონკურსი ჩატარებულად ჩაითვლება არანაკლებ სამი ავტორის მონაწილეობის შემთხვევაში;
5. გერბი და დროშა შექმნილი უნდა იყოს ჰერალდიკის კანონების გათვალისწინებით და ითვალისწინებდეს შემდეგ პირობებს:
            ა) ჰერალდიკური მემკვიდრეობა;
            ბ) ტერიტორიის ისტორიული მემკვიდრეობა;
            გ) ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობა;
            დ) ადმინისტრაციული ერთეულის მახასიათებლები ისტორიული, 
            ეთნოგრაფიული ან მითოლოგიური ნიშაი (სიმბოლო).
6. კონკურსთან დაკავშირებულ ყველა დამატებით საკითხზე ინფორმაციისათვის კონკურსანტმა მიმართოს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
3. კონკურსის პირობები
1. გერბისა და დროშის პროექტების შესრულება დასაშვებია ნებისმიერი სახვითი საშუალებით და კომპიუტერული გრაფიკით;
2. საკონკურსო პროექტს კონკურსანტი წარმოადგენს კონვერტით, რომელსაც უნდა ეწეროს კომისიის დასახელება და მისამართი. კონვერტში მოთავსებული თითოეული პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ზომის ფორმატზე ზედა მარჯვენა კუთეში ავტორის დევიზის (კოდის) მითებით და უნდა ერთვოდეს მოკლე შინაარსობრივი აღწერა-დასაბუთება;
3. წარმოდგენილ კონვერტში უნდა იდოს მცირე ზომის დალუქული კონვერტი, რომელზეც ზემოდან აღნიშნული იქნება დევიზი (კოდი), მასში მოთავსდება ავტორის პირადი საკონტაქტო ინფორმაცია;
4. კონკურსში მონაწილეობა დასტურდება კომისიის მიერ გერბისა და დროშის დალუქული კონვერტის მიღებით, რაც ამავდროულად ნიშნავს, რომ კონკურსის ზემოთ ჩამოთვლილი პირობები მისაღებია კონკურსანტისათვის.
4. კონკურსის ჩატარების ვადები
1. კონკურსის გამოცხადება - 05.04.2015;
2. საკონკურსო პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადა - 30.04.2015;
3. შედეგების გამოცხადება - 15.05.2015.
5. გამარჯვებული პროექტისათვის დაწესებული კონკურსის პრემიები
1. პირველი ადგილი - 1500 ლარი;
2. მეორე ადგილი - 300 ლარი;
3. მესამე ადგილი - 200 ლარი.
6. კონკურსის მონაწილეთა საავტორო უფლებები
1. გამარჯვებული პროქტები გადადის კონკურსის ორგანიზატორების საკუთრებაში საავტორო უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ხოლო ყველა სხვა პროექტი მოთხოვნისთანავე უბრუნდება ავტორს;
2. კონკურსის შედეგები გამოცხადდება საინფორმაციო საშუალებებით.
7. დამატებითი მოთხოვნები
1. გერბი გამოსახული უნდა იყოს ჰერალდიკურ (ფრანგულ) ფარზე;
2. გერბის ფარის ზემოდან უნდა მოთავსდეს ტერიტოლიური ერთეულის გამომსახველი ვერცხლის სამ კოშკიანი, ქონგურებიანი გვირგვინი;
3. დევიზის ბაფთაზე უნდა გამოისახოს წარწერა „თელავი“.
საკონტაქტო პირი ლევან საჩიშვილი
მისამართი: ქ.თელავი ერეკლე მეორეს ქუჩა N2;
საკონტაქტო ტელეფონები: +995350231875; +995599560698

 

 

 

 
 
Copyright © 2019 HERALDIKA. All rights reserved.
Created By: Pro-Service
საკონტაქტო ინფორმაცია
საქართველო, ქ. თბილისი, 0114; სანაპიროს ქ. #4 ,II სართული
ტელეფონი: +(995 32) 293-20-99