ჰერალდიკა
წყაროები და ლიტერატურა
სხვა სახელმწიფო სიმბოლიკა
სიახლეები და განცხადებები
23.04.2015....
დმანისში და ბოლნისში გამართული გამოფენის ამსახველი...
22.04.2015...
გამოფენა ბოლნისში...
18.04.2015...
გამოფენა დმანისში 20-22 აპრილი...
07.04.2015....
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი აცხადებს...
ყველას ნახვა
13.02.2015.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და სსიპ –  არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო აცხადებს  კონკურსს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი  სსიპ –  არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო აცხადებენ კონკურსს ემბლემების დიზაინის შექმნაზე


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ემბლემის ტექნიკური მახასიათებლები:
ემბლემა უნდა იყოს ადვილად აღსაქმელი, დასამახსოვრებელი და შეესაბამებოდეს ჰერალდიკის სტანდარტებს; უნდა ასახავდეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკას (ადამიანის უფლებების დაცვა, უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნა, ინდივიდუალური მიდგომებით მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია/რესოციალიზაციაზე და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა). სამინისტროს შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: www.moc.gov.ge);
ემბლემის ფერები და კრეატიულობა შეზღუდული არ არის.მარტივად უნდა იყოს შესაძლებელი მისი განთავსება ორგანიზაციის ნებისმიერ პოლიგრაფიულ თუ ბრენდულ პროდუქციაზე (ბეჭდვითი მასალა, ბანერი, სავიზიტო ბარათი, სატიტულო ბლანკი, ვებ-გვერდი, კალამი, მაისური და ა.შ.); უნდა იყოს პოზიტიური და ვიზუალურად მიმზიდველი;  არ უნდა იწვევდეს სხვა ემბლემასთან მსგავსების ასოციაციას.


სსიპ –  არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ემბლემის ტექნიკური მახასიათებლები:

ემბლემა უნდა იყოს ადვილად აღსაქმელი და დასამახსოვრებელი;   უნდა ასახავდეს პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის სპეციფიკას (პრობაციონერთა რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია და დანაშაულის პრევენცია. სააგენტოს შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: www.probation.gov.ge); ემბლემის ფერები და კრეატიულობა შეზღუდული არ არის; მარტივად უნდა იყოს შესაძლებელი მისი განთავსება ორგანიზაციის ნებისმიერ პოლიგრაფიულ თუ ბრენდულ პროდუქციაზე (ბეჭდვითი მასალა, ბანერი, სავიზიტო ბარათი, სატიტულო ბლანკი, ვებ-გვერდი, კალამი, მაისური და ა.შ.);  უნდა იყოს პოზიტიური და ვიზუალურად მიმზიდველი;
არ უნდა იწვევდეს სხვა ემბლემასთან მსგავსების ასოციაციას.
შესაძლებელია მოვითხოვოთ შესრულებული ლოგოს მცირედი კორექტირება;
კონკურსის გამარჯვებული, გაწეული მომსახურებისთვის,თითოეული ემბლემისთვის, მიიღებს 1000 ლარს.

გამარჯვებულებს გამოავლენს სპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისია.
        წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

1.ლოგოს ელექტრონული ვერსია JPG ფაილების სახით, ასევე ვექტორული   ვერსია;
2. საკონტაქტო ინფორმაცია.
3. პირადობის მოწმობის ასლი.
კონკურსში გამარჯვებული პროექტები გადადის კონკურსის ორგანიზატორის საკუთრებაში საავტორო უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. კონკურსანტებმა აღნიშნული დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ მისამართზე:  info@probation.gov.ge,  2015 წლის 9 მარტამდე.
  დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:  591 914904.


 
 
Copyright © 2019 HERALDIKA. All rights reserved.
Created By: Pro-Service
საკონტაქტო ინფორმაცია
საქართველო, ქ. თბილისი, 0114; სანაპიროს ქ. #4 ,II სართული
ტელეფონი: +(995 32) 293-20-99