ჰერალდიკა
წყაროები და ლიტერატურა
სხვა სახელმწიფო სიმბოლიკა
სიახლეები და განცხადებები
23.04.2015....
დმანისში და ბოლნისში გამართული გამოფენის ამსახველი...
22.04.2015...
გამოფენა ბოლნისში...
18.04.2015...
გამოფენა დმანისში 20-22 აპრილი...
07.04.2015....
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი აცხადებს...
ყველას ნახვა
12.02.2015.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო აცხადებს  სიმბოლოების - გერბისა და დროშის
კონკურსს

     კონკურსის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის: გერბისა და დროშის საუკეთესო პროექტის შერჩევა. კონკურსს ატარებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, გარდა საკონკურსო კომისიის წევრებისა. კონკურსი ტარდება ერთჯერადად, სამუშაო ენა ქართული.
    კონკურსი ჩატარებულად ჩაითვლება არანაკლებ სამი ავტორის მონაწილეობის შემთხვევში. თითოეული ავტორის მიერ წარმოდგენილი პროექტების რაოდენობა შეზღუდული არაა.
    გერბისა და დროშის პროექტები შექმნილი უნდა იყოს ჰერალდიკის კანონების გათვალისწინებით და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებდეს შემდეგ პრინციპებს:
        ა) ჰერალდიკური მემკვიდრეობა;
        ბ) ტერიტორიის ისტორიული მემკვიდრეობა;
        გ) ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობა;
        დ) ადმინისტრაციული ერთეულის მახასიათებელი ისტორიული, ეთნოგრაფიული ან მითოლოგიური ნიშანი.
        კონკუსთან დაკავშირებულ ყველა დამატებით საკითხზე მიმართეთ კონკურსის ორგანიზატორს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო ჯგუფის. ტ. 599 98 39 00

კონკურსის პირობები
        გერბისა და დროშის პროექტების შესრულება დასაშვებია ნებისმიერი სახვითი საშუალებით და კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით.
     საკონკურსო პროექტის კონკურსანტი წარმოადგენს კონვერტით, რომელსაც უნდა ეწეროს კომისიის დასახელება და მისამართი.
     კონვერტში მოთავსებული თითოეული პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს A14 ზომის ფორმატზე ზედა მარჯვენა კუთხეში ავტორის დევიზი (კოდის) მითითებით და უნდა ერთვოდეს მოკლე შინაარსობრივი აღწერა - დასაბუთება.
     საკონკურსო მასალებს კონკურსანტი წარმოადგენს კონვერტით. წარმოდგენილ კონვრეტში უნდა იყოს მოთავსებული მცირე ზომის კონვერტი, რომელზეც ზემოდან აღნიშნული იქნება ავტორის დევიზი (კოდი), მასში უნდა მოთავსდეს ავტორის მიერ შესრულებული გერბისა და დროშის ნიმუშები, (სასურველია ავტორმა წარმოადგინოს ნამუშევრების მოკლე ახსნა-განმარტება) და ავტორის პირველი საკონტაქტო ინფორმაცია.
    კონკურში მონაწილეობა დასტურდება კომისიის მიერ გერბისა და დროშის დალუქული კონვერტის მიღებით, რაც იმავდროულად ნიშნავს კონკურსის ზემოთ ჩამოთვლილი პირობების მიღებას კონკურსში მონაწილის მიერ.

დამატებითი მოთხოვნები.
         გერბი გამოსახული უნდა იყოს ჰერალდიკურ (ფრანგულ) ფარზე; (დანართი N2)
         გერბის ფარის ზემოდან მოთავსებული უნდა იყოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამომსახველი ვერცხლის სამ კოშკიანი, ქონგურებიანი გვირგვინი.
         დევიზის ბაფთაზე გამოსახული უნდა იყოს წარწერა „ოზურგეთი”.

კონკურსის ჩატარების ვადები.
 კონკურსი გამოცხადდება 2015 წლის 10 თებერვლიდან.
 კონკურსის ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 20 აპრილი.
 შედეგების გამოცხადება 2015 წლის 30 აპრილი.

გამარჯვებული პროექტისთვის დაწესებული კონკურსის პრემიები.
 კონკურსში გამარჯვებულისათვის დაწესებულია ჰონორარი 3000 ლარი.

კონკურსის მონაწილეთა საავტორო უფლებები.
 გამარჯვებული პროექტი გადადის კონკურსის ორგანიზატორების საკუთრებაში საავტორო  უფლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ხოლო   ყველა სხვა პროექტი მოთხოვნისთანავე უბრუნდება ავტორს.
        კონკურსის შედეგები გამოცხადდება საინფორმაციო საშუალებით.

 
 
Copyright © 2019 HERALDIKA. All rights reserved.
Created By: Pro-Service
საკონტაქტო ინფორმაცია
საქართველო, ქ. თბილისი, 0114; სანაპიროს ქ. #4 ,II სართული
ტელეფონი: +(995 32) 293-20-99