ქალაქ რუსთავის გერბი

ფარი გაკვეთილია ორ ნაწილად - მეწამულ და ვერცხლის ველებად. I ნაწილი - მეწამული ველის თავში მოთავსებულია ვერცხლის ჯვარი. II ნაწილი - ვერცხლის ველის თავში მოთავსებულია მეწამული ხუთქიმიანი გვირგვინი.      გერბის ფარს გადაკვეთს ორი სარტყელი  I  ვერცხლ-წითელი სამთაღიანი, ქონგურებიანი ხიდი, რომელიც მეწამულ ველზე ვერცხლისაა, ვერცხლის ველზე  - მეწამული. II  ტალღოვანი ვერცხლ-მეწამული სარტყელი, რომელიც მეწამულ ველზე ვერცხლისაა, ვერცხლის ველზე -  მეწამული. ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი სამკოშკიანი  ქონგურებიანი გალავანი ნახევრად ღია ჭიშკრით.  გერბის ფარს გარს არტყია შესამკობელი - ვაზის ფოთლების ვერცხლის ორნამენტი. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი "რუსთავი."სადევიზე ბაფთის ორივე მხარეს გამოსახულია  ორი მცირე მეწამული ჰერალდიკური ჯვარი.

 


ქალაქ რუსთავის დროშა 

          დროშის ველი ვერტიკალურადაა ორ ნაწილად გაყოფილი. I ნაწილი _ მეწამულ ველზე თეთრი ჯვარი. II ნაწილი წარმოადგენს თეთრ ველს. დროშის პროპორციაა 2:3.

 

დამტკიცებულია რუსთავის თვითმართველობის მიერ  №217 დადგენილებით, 09.01.2009წ.  

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი