ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის გერბი


      გერბის ფარი გადაკვეთილია ჰორიზონტალურად ქონგურისებურად  ორ ნაწილად  -  ლაჯვარდის და მეწამულ და ველებად.  I ნაწილის ლაჟვარდის ველზე  გამოსახულია ოქროს  გასაღები და  ვერცხლის მთა. II ნაწილის მეწამულ ველზე გამოსახულია ორი მდინარის შეერთება  ვერცხლის სტილიზებული ტალღოვანი შემცირებული სარტყლით. ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი სამკოშკიანი  ქონგურებიანი გალავანი ნახევრად ღია ჭიშკრით.  ფარს გარს არტყია შესამკობელი - ვაზის ფოთლების ვერცხლის ორნამენტი. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი "გორი."სადევიზე ბაფთის ორივე მხარეს გამოსახულია  ორი მცირე მეწამული ჰერალდიკური ჯვარი.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის დროშა


      მეწამულ ველზე გამოსახულია ვერცხლის მარჯვნივ გადაბრუნებული ორკაპისებრი ჰერალდიკური ჯვარი, რომელიც დროშას ყოფს სამ ნაწილად. დროშის მარჯვენა ნაწილში, ლაჟვარდის ველზე, ჯვრის მკლავებს შორის გამოსახულია  ოქროს გასაღები დროშის პროპორციაა 2:3

 

 დამტკიცებულია ქალაქი გორის  საკრებულოს  №10 დადგენილებით, 05.02.2016წ.

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი