ჭიათურის მუნიციპალიტეტის გერბი


გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა ორ ვერტიკალურ ველად.  I ნაწილი - ზურმუხტის ველის თავში მოთავსებულია ჰერალდიკური ვერცხლის ჯვარი, მის ქვემოთ ვერცხლის კლდე (კაცხის სვეტი), რომლის თავზეც აღმართულია ოქროს საყდარი.  II ნაწილი - სევადის ველზე მოთავსებულია ოქროს სამი რონოდა („ვაგონეტკა"), მათ ზემოთ მაღაროელის ვერცხლის ნიჩაბი. გერბის ქვედა ნაწილში ორივე ნახევარს კვეთს სამი ვერცხლის შემცირებული სარტყელი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის), ნახევრად ღია კარიბჭით.  ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტის ბაფთა, რომელის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი - „ჭიათურა".

ჭიათურის მუნიციპალიტეტის დროშა


დროშა ჰორიზონტალურად გაყოფილია ზურმუხტის და სევადის ველებად. ზურმუხტის ველის მარჯვენა კუთხეში მოთავსებულია ჰერალდიკური ვერცხლის ჯვარი, რომელიც ზომით დროშის სიმაღლის 1/3-ია. დროშის პროპორცია 2/3.

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი