4 მაისს  13:00 საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო ქალაქ გორში ეთნოგრაფიული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში   წარმოადგენს  გამოფენას თემაზე: „თანამედროვე ქართული სახელმწიფო სიმბოლოები".
  გამოიფინება  დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შექმნილი და დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები, მათ შორის ავტონომიური რესპუბლიკის, თვითმმართველი ორგანოების სიმბოლოები (გერბი, დროშა), სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოები, უნიფორმები, ფულადი ნიშნები და სხვა ინსიგნიები.
  გამოფენის მიზანია სახელმწიფო სიმბოლოების პოპულარიზაცია, მოსწავლეების, სტუდენტების, ახალგაზრდობისა და ფართო საზოგადოების ინფორმირება, თუ როგორ ვითარდება თანამედროვე ქართული სიმბოლიკა, სახელმწიფო ატრიბუტიკა, მათ შორის უნიფორმოლოგია, ნუმიზმატიკა, ფალერისტიკა, ჰერალდიკა და ვექსილოლოგია, როგორ მკვიდრდება ამ მიმართულებით ევროპული სტანდარტები დამოუკიდებელ საქართველოში.

   გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტთან არსებული  ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი.


 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი