საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ელდარ შენგელაია შეხვდა ჩეხეთის ვექსილოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტს პეტრ ჰოლასს.აგრეთვე ჩეხეთის ჰერალდიკური კომისიის წევრს და ვექსილოლოგიური საზოგადოების აღმასრულებელ მდივანს პეტერ ექსნერს.
შეხვედრებზე განიხილეს ჰერალდიკის საბჭოში მომზადებული კანონპროექტი: ,,სახელმწიფო ჰერალდიკური ნიშნების შესახებ". კანონპროექტი სრულიად ახალი სიტყვაა ქართული ჰერალდიკისა და ვექსილოლოგიის, საქართველოში სახელმწიფო სიმბოლოებისა შექმნის, დამტკიცებისა და გამოყენების საკითხებში. ამიტომ მნიშვნელოვანია კვალიფიციური ევროპელი ჰერალდიკოსებისა და ვექსილოლოგების მოსაზრებები კანონპროექტის საერთაშორისო სტანდარტებთან შესამისობის შესახებ.
გარდა ამისა შეთანხმდა მემორანდუმის პროექტი: ურთიერთთანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესახებ"

 


 

 


 

 

 

 

 

 

 


იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი