საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს!

საქართველოს სახელმწიფო დროშა უმთავრესი სახელმწიფო სიმბოლოა, რომელიც განასახიერებს ქართველი ერის სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას. მეოცე საუკუნის ბოლოს დამოკიდებლობის მოპოვების შემდეგ ხუთჯვრიანმა დროშამ კვლავ დაიბრუნა თავისი ისტორიული, სახელმწიფოებრივი და ზოგადეროვნული მნიშვნელობა 2004 წლის 14 იანვარს და შედეგად 14 იანვარი დადგინდა საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ.

2016 წელს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მეცადინეობით შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო დროშის ეტალონი და პირველად აღინიშნა სახელმიფო დროშის დღე. ამ უმთავრესი სახელმწიფო სიბოლოს მიმართ პატივისცემა, მისი სათანადო ღირსებითა და პატივით გამოფენა, თითოეული ქართველი მოქალაქის, უწყებისა თუ დაწესებულების ვალდებულება არის უწინარესად საკუთარი სახელმწიფოს და ეროვნული მემკვიდრეობის მიმართ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ სახელმწიფო თარიღს!

 

 

 

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი