ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მიიჩნევს, რომ ქართული ოლიმპიური ნაკრების ჩაცმულობაში არ არის მართებული საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების სახელმწიფო დროშის და სახელმწიფო გერბის იგნორირება. სამწუხაროდ, მანამდე საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ემბლემაში და ახლა უკვე ოლიმპიური ნაკრების ჩაცმულობაში სახელმწიფო დროშა ჩაანაცვლა ბორჯღალმა, რომელიც არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც სახელმწიფო სიმბოლო.

სახელმწიფო სიმბოლოებისგან მსგავსი დისტანცირება ამცირებს ქვეყნის ცნობადობას საერთაშორისო ასპარეზზე და სამართლიან გაკვირვებას თუ უკმაყოფილებას იწვევს საზოგადოებაში. სახელმწიფო ჰერალდიკა, სახელმწიფო სიმბოლოები ემყარებიან და წარმოსდგებიან ეროვნული ტრადიციებიდან, ამასთან ეთნოგრაფიულ მემკვიდრეობაში არ შეიძლება დაიკარგოს სახელმწიფოებრიობის თანამედროვე ნიშნები.

ჰერალდიკის სახელწმიფო საბჭო მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს ოლიმპიურ და სპორტული ფედერაციებთან, რადგან აღნიშნულმა ტენდენციამ მიიღო საყოველთაო ხასიათი. ეროვნული სპორტული ფედერაციების ემბლემები იქმნება საზოგადოებრივი ჩართულობის გარეშე, მათზე სახელმწიფო სიმბოლოები ან სრულებით არ არის დატანილი ან სახეცვლილია და ხშირად თითქმის შეუძლებელს ხდის საქართველოსთან ქართველი სპორტსმენების იდენტიფიცირებას.

 

 

 

 

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი