ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო აცხადებს კონკურსს ახალციხის  მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბისა და დროშის) მისაღებად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, გარდა ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბისა და დროშის) შექმნის მიზნით ჩასატარებელ სამუშაოთა ორგანიზებისათვის შექმნილ დროებითი სამუშაო  ჯგუფის  წევრებისა. კონკურსში მონაწილეებს ნამუშევრების წარმოდგენა შეუძლიათ ახალციხის  მუნიციპალიტეტის   საკრებულოს აპარატში, 2016 წლის 4 ივლისიდან ამავე წლის 4 აგვისტოს ჩათვლით, სამუშაო დღეებში  900-სთ.  დან  1800-სთ.- მდე (მისამართზე  - ქ.ახალციხე, შ. ახალციხელის #2).

      ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბისა და  დროშის) პროექტის შესარჩევი კონკურსის შედეგები გამოცხადდეს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან საბოლოო კონსულტაციების დასრულებიდან 3 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 25 აგვისტოსი.

კონკურსში გამარჯვებისათვის დაწესებულია პრემია 1250 (ერთიათას ორას ორმოცდაათი ) ლარის ოდენობით.

 

 

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) პროექტის    შესარჩევი კონკურსის  კრიტერიუმი და წესები

კონკურისი მიზანი

კონკურსის    მიზანია    ახალციხის    მუნიციპალიტეტის    სიმბოლიკის - გერბის და დროშის საუკეთესო პროექტის შერჩევა და გამარჯვებული პროექტის გამოვლენა.

 

ზოგადი კრიტერიუმები

1.        ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის(გერბისა და დროშის) პროექტის შესარჩევ კონკურსს  ატარებს   ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2.        კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს,გარდა ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბისა და დროშის) შექმნის მიზნით ჩასატარებელ სამუშაოთა ორგანიზებისათვის შექმნილ დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებისა.

3.        კონკურსი ტარდება ერთ ეტაპად.   

4.        კონკურსი ჩატარებულად ჩაითვლება თუნდაც ერთი ავტორის მონაწილეობის შემთხვევაში

5.        გერბისა და დროშის პროექტები შექმნილი უნდა იყოს ჰერალდიკის კანონების გათვალისწინებით და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებდეს შემდეგ პრინციპებს:

    
  ა) ჰერალდიკური მემკვიდრეობითობა;  

      ბ) ტერიტორიის ისტორიული მემკვიდრეობა;

     გ) ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობა;

     დ) ადმინისტრაციული ერთეულის მახასიათებელი ისტორიული, ეთნოგრაფიული ან მითოლოგიური ნიშანი (სიმბოლო).  

 

კონკურსის ჩატარების წესი

1. კონკურსს ატარებს  ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (დროშისა და გერბის) შექმნის მიზნით ჩასატარებელ სამუშაოთა ორგანიზებისათვის შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა  განისაზღვრება  არანაკლებ  შვიდი წევრით.

3. დროებით სამუშაო ჯგუფს ჰყავს თავმჯდომარე და  მდივანი.

4. თავმჯდომარის მიერ საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, დროებით სამუშაო ჯგუფში სამუშაოდ შეიძლება მოწვეულ იქნენ ისტორიკოსები ან სხვა სპეციალისტები,  ანაზღაურებით  ან  ანაზღაურების  გარეშე.

5. თავმჯდომარე  უზრუნველყოფს  საქართველოს  კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტითა  და  ამ  დებულებით  დადგენილი  წესების  დაცვას. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, თავმჯდომარის ფუნქციებს, მისივე დავალებით ასრულებს დროებითი სამუშაო ჯგუფიე ერთ-ერთი წევრი. 

6. დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კონკურსს ან/და სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ საკრებულოს წევრები, მოწვეული  პირები ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა დადგენილი წესით აკრედიტებული წარმომადგენლები.

7. თავმჯდომარის და სამუშაო ჯგუფის წევრთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენთით გათვალისწინებით და კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი ნორმებით.

8. სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით.  ხმების  თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. დროებითი სამუშაო ჯგუფის სიისთ შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით  შეიძლება  ჩატარდეს  ფარული კენჭისყრა.

 9. დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელია იყოს დახურულიც, რომლის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს ჯგუფის სიით შემადგენლობის უმრავლესობა.

10. სამუშაო  ჯგუფის  სხდომა ფორმდება  ოქმით,  რომელსაც  ხელს  აწერენ  სხდომის თავმჯდომარე და დროებითი სამუშაო ჯგუფის დამსწრე წევრები. განსხვავებული აზრი(ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაერთვის ოქმს.

11. კონკურსის შედეგების მიხედვით დროებითი სამუშაო ჯგუფი აცხადებს გამარჯვებული ესკიზის პროექტს ან გამოაქვს გადაწყვეტილება  ხელახალი  კონკურსის  გამოცხადების შესახებ.

12. კონკურსის მონაწილეებს 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობით ეცნობებათ დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ მათ მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ.

13. გამოცხადებული კონკურსი ჩაითვლება ჩაშლილად, თუ სამუშაო ჯგუფმა ვერ გამოავლინა გამარჯვებული ესკიზის პროექტი.

კონკურისის გამოცხადება

1. კონკურსის გამოცხადება ხდება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 2. განცხადება კონკურსის შესახებ ქვეყნდება ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით.

3. განცხადება კონკურსის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) ესკიზის პროექტისათვის წაყენებული ძირითადი ჰერალდიკური მოთხოვნები (ესკიზი, შესაბამისი ბლაზონი);

ბ) გამარჯვებული პროექტის ჯილდოს ოდენობა;

გ) წარდგენის ვადა;

დ) დროებითი სამუშაო ჯგუფის მისამართი.

4. კონკურსის პროცედურის დაწყება შესაძლებელია არაუადრეს სამი კვირისა, კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან.

კონკურსის პირობები

1. გერბისა და დროშის პროექტების შესრულება დასაშვებია ნებისმიერი სახვითი საშუალებით და კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით.

2. საკონკურსო პროექტს კონკურსანტი წარმოადგენს კონვერტით, რომელსაც უნდა ეწეროს დროებითი სამუშაო ჯგუფის დასახელება და მისამართი. კონვერტში მოთავსებული თითოეული პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ზომის ფორმატზე ზედა მარჯვენა კუთხეში  ავტორის დევიზის (კოდის) მითითებით და უნდა ერთვოდეს მოკლე შინაარსობრივი აღწერა-დასაბუთება.

3. წარმოდგენილ კონვერტში უნდა იდოს მცირე ზომის დალუქული კონვერტი, რომელზეც ზემოდან აღნიშნული იქნება ავტორის დევიზი (კოდი), მასში მოთავსდება ინფორმაცია  ავტორის ვინაობის, მისამართის და სხვა საკონტაქტო მონაცემების შესახებ.

4. კონკურსში მონაწილეობა დასტურდება დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ გერბისა და დროშის დალუქული კონვერტის მიღებით, რაც ამავდროულად ნიშნავს, რომ კონკურსის ზემოთ ჩამოთვლილი პირობები მისაღებია კონკურსანტისათვის.

5. დამატებითი მოთხოვნები (ნიმუში დანართი №2):    

 ა) გერბი გამოსახული უნდა იყოს ჰერალდიკურ (ფრანგულ) ფარზე;

ბ) გერბის ფარის ზემოდან უნდა მოთავსდეს ტერიტორიული ერთეულის გამომსახველი ვერცხლისსამკოშკიანი, ქონგურებიანი გვირგვინი;  

 გ) დევიზის ბაფთაზე უნდა გამოისახოს წარწერა „ახალციხე".

კონკურსის შედეგების დამტკიცება

1.  ახალციხის მუნიციპალიტეტის  გერბისა და დროშის პროექტი შესათანხმებლად წარედგინება საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს.

2.  ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თანხმობით ადგენს ახალციხის მუნიციპალიტეტის  საკრებულო.

3.  ახალციხის  მუნიციპალიტეტის   სიმბოლოები   ექვემდებარება  სახელმწიფო  რეგისტრაციას  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

მუხლი 7. გამარჯვებული კონკურსანტისათვის დაწესებული პრემია კონკურსში გამარჯვებისათვის დაწესებულია პრემია 1250 (ერთიათას ორას ორმოცდაათი ) ლარი.

მუხლი 8. კონკურსის მონაწილეთა საავტორო უფლებები

1. გამარჯვებული პროექტი გადადის ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში საავტორო უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ხოლო ყველა სხვა პროექტი მოთხოვნისთანავე უბრუნდება ავტორს.

2. კონკურსის შედეგები გამოცხადდება საინფორმაციო საშუალებებით                                                                                                                                                          




 

 

 



 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი