14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. სახელმწიფო დროშა წარმოადგენს ქვეყნის მთავარ სიმბოლოს, რომელშიც განივთებულია სახელმწიფოებრიობის უწყვეტი მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მისი საზოგადოების ცივილიზაციური არჩევანი და ადგილი თანამედროვე მსოფლიოში.საქართველოს სახელმწიფო დროშა ერთ-ერთ უძველეს დროშად არის მიჩნეული. გორგასლიან-დავითიან დროშად წოდებული თეთრ ველზე გამოსახული ხუთი მეწამული ჯვარი საუკუნეების განმავლობაში საქართველოს, მისი ტერიტორიის აღმნიშვნელი სიმბოლოა.1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე დადგა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების აღდგენის საკითხი. სამეცნიერო და სამართლებრივი საფუძვლების მომზადების შემდეგ 2004 წლის 14 იანვარს მოხდა საქართველოს სახელმწიფო დროშის დადგენა.საქართველოს სახელმწიფო გერბთან ერთად საქართველოს სახელმწიფო დროშა ქვეყნის უზენაესი ატრიბუტია და მისი მხატვრულ-შინაარსობრივი სახე განსაზღვრავს ყველა სხვა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს ხასიათს.
       საქართველოს სახელმწიფო დროშის საფუძველზე იქმნება სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოები, დაწესებულებათა ემბლემები, სამხედრო მომსახურეთა და სამართალდამცავ პირთა განმასხვავებელი ნიშნები, სახელმწიფო დოკუმენტები და სიმბოლოთა ერთობლიობები.საქართველოს მოქალაქის ღირსების და დაცულობის სიმბოლო, მონაწილეობს სახელმწიფოს საქმიანობის უკლებლივ ყველა სფეროში და საქართველოს როგორც სახელმწიფოს და საზოგადოებას ერთ მთლიანობად წარმოადგენს.

გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს!

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი