30 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი მხარეებს შორის აქტიურ სამეცნიერო თანამშრომლობას, სტუდენტების პრაქტიკასა და ერთობლივ ღონისძიებებს ითვალისწინებს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა გონგაძემ მოაწერეს. დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ გაიმართა მამუკა გონგაძის საჯარო ლექცია თემაზე: „ჰერალდიკის სახელმწიფო პოლიტიკა", სადაც მომხსენებელმა მიმოიხილა სახელმწიფო დროშისა და გერბის, ასევე ავტონომიური რესპუბლიკების, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო სტრუქტურების დროშების/გერბების შექმნის ისტორია და ისაუბრა მათ შინაარსობრივ დატვირთვაზე. ასევე, აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის ფოიეში მოეწყო თემატური გამოფენა, სადაც წარმოდგენილია მოქმედი სახელმწიფო სიმბოლოები და შუა საუკუნეების ევროპული პორტოლანები.(იხ. ფოტო)

 

 

 

 

 

 

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი